ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

სალომე ზურაბიშვილი - საქართველო ევროპულ გზაზე რჩება, მიუხედავად მოსკოვის მცდელობებისა, რომელიც იარაღად იყენებს ხელისუფლებას

ნახვები: 471 სალომე ზურაბიშვილი - საქართველო ევროპულ გზაზე რჩება, მიუხედავად მოსკოვის მცდელობებისა, რომელიც იარაღად იყენებს ხელისუფლებას

მოსახლეობა მედგრად დგას - არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს უკან დაახევინოს მთავრობას, რომელმაც ეს კანონი ერთ წელიწადში მეორედ შემოიტანა სავარაუდოდ, მოსკოვის მოთხოვნით, მაგრამ ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა France Info-სთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით აღნიშნა, ხელისუფლებას რუსული სტრატეგია აქვს, რაც ევროპელ პარტნიორებთან „ჭადრაკის თამაშია“ საქართველოსთვის კურსის შესაცვლელად.

„ჩვენ ევროპის კართან ვართ და ამ დროს ძლიერდება რუსეთის მხრიდან ზეწოლა, რაც გასაკვირი არ არის, ზეწოლა ძლიერდება კანონის მეშვეობით, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერისა და დაფინანსების წინააღმდეგ პუტინის კანონის ასლია.

ეს რუსული სტრატეგიაა. ეს ჭადრაკის თამაშია ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირთან იმისათვის, რომ საქართველოს კურსი შეაცვლევინონ.

გუშინ მე პარლამენტის თავმჯდომარემ უცხოური ძალის აგენტი მიწოდა, რადგან მე გამოვაცხადე ჩემი სურვილი დამედო ვეტო ამ კანონზე, მაგრამ მოსახლეობა მედგრად დგას. არ ვარ დარწმუნებული, რომ ის შეძლებს უკან დაახევინოს მთავრობას, რომელმაც ეს კანონი ერთ წელიწადში მეორედ შემოიტანა სავარაუდოდ, მოსკოვის მოთხოვნით, მაგრამ ამ მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გარდა ამისა, კითხვაზე, საკმარისი იქნება თუ არა პრეზიდენტის ვეტო იმისთვის, რომ კანონი ვერ გავიდეს, პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მმართველ ძალას არცერთი ხმა არ აკლია და ვეტოს დაძლევენ.

მისივე თქმით, მომავალი არჩევნები გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ საქართველომ თავიდან მოიშოროს არა „ოცნება“, არამედ „ქართული კოშმარი“.

„არა, რადგან იმავე რაოდენობის ხმა, რაც აუცილებელი იყო პირველი მოსმენით კანონის მისაღებად, არის საჭირო ვეტოს დასაძლევად, და ეს მათ ექნებათ; არც ერთი ხმა არ აკლდათ, რაც აჩვენებს იმას, თუ როგორ მართავს [ამ პროცესს] მმართველი პარტია. ეს ვეტო ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, რომელიც ამ ვეტოს საშუალებით ხედავს, რომ პრეზიდენტი მათთან ერთადაა და მათთან ერთად იბრძოლებს მაშინაც კი, თუ ეს კანონი გავა. ჩვენ არ დავნებდებით და მომავალი არჩევნები აჩვენებს, რომ საქართველო, თავის ევროპულ გზაზე, ევროპულ ბანაკში რჩება, მიუხედავად მოსკოვის ყველა ამ მცდელობისა, რომელიც დღეს იარაღად იყენებს ხელისუფლებას, საქართველოს მთავრობას. არჩევნები გადამწყვეტი იქნება იმისათვის, რომ თავიდან მოვიშოროთ არა ოცნება, არამედ ქართული კოშმარი, რადგან საქართველოსთვის ყველაფერი, რაც არ არის მისი გზა ევროპისკენ, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის კონსოლიდაციისკენ კოშმარია“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა France Info-სთან ინტერვიუში.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა