რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ვართ დიალოგის პროცესში იმის გასარკვევად, რა დგას რუსეთის აგრესიის უკან-კელი დეგნანი

ნახვები: 445 ვართ დიალოგის პროცესში იმის გასარკვევად, რა დგას რუსეთის აგრესიის უკან-კელი დეგნანი

ჩვენ გავაგრძელებთ საუბარს რუსეთთან, რომ მოვისმინოთ მათი შეხედულებები და ვიპოვოთ დიპლომატიური გზები რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, კრიზისი და დაძაბულობა თავად რუსეთმა შექმნა.

„ჩვენ კარგად დავინახეთ, რომ კრიზისი და დაძაბულობა თავად რუსეთმა შექმნა. ჩვენ ჯერ კიდევ ვიმყოფებით დიალოგის პროცესში იმის გასარკვევად, რა დგას რეალურად რუსეთის აგრესიის უკან, რა ამოძრავებს რუსეთს. ჩვენ საქართველო ჩავრთეთ ყველა კონსულტაციაში და გვაქვს ახლო კომუნიკაცია", - განაცხადა ელჩმა.

მისივე თქმით, შექმნილი ვითარება უარყოფით გავლენას ახდენს არა მხოლოდ საქართველოსა და უკრაინაზე, არამედ ემუქრება იმ ფუნდამენტურ პრინციპებს, რამაც ევროპას, ევროპის ქვეყნებს სტაბილურად ყოფნის, მათ შორის საქართველოს უპრეცენდენტო ეკონომიკური ზრდის საშუალება მისცა.

„ეს ის ფუნდამენტური პრინციპებია, რაც საშუალებას გვაძლევს, ვიცხოვროთ იმ ცხოვრებით, რომლებსაც ასე ვუფრთხილდებით - თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ბევრი ისეთი ფუნდამენტური უფლება, რაც განმტკიცებულია, როგორც საქართველოს ისე აშშ-ის კონსტიტუციით. ჩვენი, აშშ-ის მიზანი არის, რომ ეს კრიზისი გადაიჭრას დიპლომატიური გზებით. სწორედ ამიტომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჟენევაში შეხვედრას გამართავს საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვთან. ასევე, ენტონი ბლინკენი შეხვედრას გამართავს ბერლინში ევროპელ მოკავშირეებთან და პარტნიორებთან. სწორედ ამიტომ, ჩვენ გავაგრძელებთ რუსეთთან საუბარს, რომ მოვისმინოთ მათი შეხედულებები და ვიპოვოთ დიპლომატიური გზები რუსეთის მიერ შექმნილი კრიზისის მოსაგვარებლად", - განაცხადა დეგნანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა