რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს გამოაცხადებს

ნახვები: 580 გაერთიანებული სამეფო უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს გამოაცხადებს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი დღეს პოლონეთში ჩავა, სადაც უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ყველაზე დიდ პაკეტს გამოაცხადებს, რაც კი ბრიტანეთს დღემდე ქვეყნისთვის მიუწოდებია, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

„დღეს გამოცხადებული დამატებითი 500 მილიონი ფუნტი სტერლინგის მოცულობის დაფინანსება, რომელიც უკრაინის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მიერ მიმდინარე ფინანსურ წელს აღმოჩენილ სამხედრო დახმარებას 3 მილიარდ ფუნტამდე გაზრდის, გამოყენებული იქნება სასწრაფოდ საჭირო საბრძოლო მასალის, საჰაერო თავდაცვის, დრონებისა და საინჟინრო მხარდაჭერის სწრაფად მიწოდებისთვის“, - აღნიშნულია პრესრელიზში.

გაერთიანებული სამეფოს მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, რიში სუნაკი ვარშავაში პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან და ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად განიხილავს რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეს და ბრიტანეთის ძალისხმევას ევროპის უსაფრთხოების მხარდასაჭერად. შემდეგ ის გაემგზავრება ბერლინში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან შესახვედრად.

დახმარების ახალი პაკეტი, მოიცავს 60 ნავს, საზღვაო იარაღს, 1600-ზე მეტ დამრტყმელ და საზენიტო რაკეტას, ასევე შორ მანძილზე მოქმედ მაღალი სიზუსტის Storm Shadow-ს რაკეტებს, 400-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებას, მათ შორის 160 ერთეულ Husky-ის მანქანას, 162 ჯავშანმანქანას და 78 ყველგანმავალ მანქანას, ასევე, დაახლოებით 4 მილიონ ვაზნას.

"უკრაინის დაცვა რუსეთის სასტიკი ამბიციებისგან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი და მთელი ევროპის უსაფრთხოებისთვის. თუ პუტინს მიეცემა საშუალება, მიაღწიოს წარმატებას ამ აგრესიულ ომში, ის არ გაჩერდება პოლონეთის საზღვარზე. უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებს ბრძოლას მამაცურად, მაგრამ მათ სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა - და მათ ეს ახლავე სჭირდებათ ", - განაცხადა რიში სუნაკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა