ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩეული გზა არის ჩიხური-ირაკლი ქადაგიშვილი

ნახვები: 405 „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არჩეული გზა არის ჩიხური-ირაკლი ქადაგიშვილი

2020 წლის არჩევნების შემდეგ „ნაციონალურმა მოძრაობამ" დემოკრატიის, პარლამენტარიზმისა და ოპოზიციური სპექტისთვის მავნე, დამაგრეველი პოლიტიკა აირჩია და ბევრი პარტია ჩაიყოლა მასში, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მან კომენტარი გააკეთა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე, დიდ ოპოზიციურ გაერთიანებას პერსპექტივა აღარ აქვს.

ქადაგიშვილის თქმით, ადრე თუ გვიან, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია მიხვდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მიერ არჩეული გზა არის ჩიხური.

„2020 წლის არჩევნების შემდეგ, დემოკრატიისთვის, პარლამენტარიზმისთვის და თვითონ ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრისთვის, ის მავნე, დამანგრეველი პოლიტიკა, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ" აირჩია, შემდგომ ბევრი პარტია ჩაიყოლა ამაში. არჩევნებზე უარის თქმა, დაუსაბუთებლად, რომ არჩევნები გაყალბდა, მუდმივი დესტრუქციის გზა, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად კონტრპროდუქტიული აღმოჩნდა. ადრე თუ გვიან, ძალიან ბევრი პოლიტიკური პარტია მიხვდა, რომ აბსოლუტურად, ეს არის გზა ჩიხური მიმართულებით და ისინი ბუნებრივია, ცდილობენ, თავიანთ დღის წესრიგს დაუბრუნდნენ. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ეს პროცესი დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ნათლად და ღიად ჩანს", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა