ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვახტანგ მეგრელიშვილი - ვინ არის მტერი, რომელიც თურმე 20 წელია აგენტების მეშვეობით გვმართავს?!

ნახვები: 485 ვახტანგ მეგრელიშვილი - ვინ არის მტერი, რომელიც თურმე 20 წელია აგენტების მეშვეობით გვმართავს?!

გვითხარით, ვინ არიან “გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები! - რაღაც ეფემერული არსებები არიან, დამალულები არიან და ეზოთერული ცოდნაა საჭირო, რომ მათ შესახებ ვიცოდეთ თუ თქვენც იცით, ვინ არის მტერი, რომელიც თურმე 20 წელია აგენტების მეშვეობით გვმართავს?! - ბიძინა ივანიშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი ზუსტად იგივე ნაბიჯია, რაც მიხეილ სააკაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილებებით გააკეთა, როცა გადაწყვიტა, რომ ქვეყნის სათავეში მუდმივად დარჩენილიყო! - ეს განცხადება “ქართული ოცნების“ მისამართით “გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გააკეთა.

როგორც მეგრელიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე აღნიშნა, გუშინდელი დღის შემდეგ საქართველო პოლიტიკური ცხოვრების სხვა ეტაპზე გადავიდა, რაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღების ფონზე ხდება.

მისი თქმით, გუშინდელი აქციის ორგანიზებისთვის, რაც თავის მხრივ, პარტიული ღონისძიება იყო, დაახლოებით, 10-15 მილიონი ლარია დახარჯული, რასთან დაკავშირებითაც ჩნდება კითხვა, თუ სად არის ამ თანხების გამჭვირვალობა.

„გუშინ მთავარი ამბავი მოხდა - მგონი, სამყაროში ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელიც შეთქმულების თეორიით იმართება. დაახლოებით, ასეთი რამ მოვისმინეთ, რომ თურმე 2004 წლიდან „მასონები“ გვართავენ. თქვენმა ლიდერმა დააფიქსირა მტრები, ოღონდ არც ერთის სახელი არ უთქვამს - სახელებად რა ჰქვიათ “გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლებს“? რა აქვთ სახელი? ადამიანები ხომ არიან? თუკი აგენტები გვმართავდნენ, თქვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან გუშინდელ დღემდე თურმე სიმართლეს ბოლომდე ვერ ამბობდით და პირადად ბიძინა ივანიშვილს დასჭირდა გამოსვლა, რომ ხალხისთვის ბოლომდე სიმართლე ეთქვა. მაინტერესებს სახელები, ვინ არის “გლობალური ომის პარტიის“ „ლიდერშიფი“. როცა კანონებს იღებდით, რაზეც ჩვენ სულ გაკრიტიკებდით, სულ იმას ამბობდით, რომ ევროკავშირი გვთხოვს, ეს გვთხოვს, ის გვთხოვს - ეს რა იყო, თქვენც მონურად თქვენს დასავლელ მბრძანებლებს ემორჩილებოდით?! დასავლეთის ხარჯზე ოზონის ხვრელს ვებრძვით და ათას სისულელეს ვაკეთებთ, ეს ყველაფერი იმას ნიშნავდა, რომ მორჩილ მდგომარეობაში იყავით და ახლა გათავისუფლდით?! თვენი წარმოდგენით “გლობალური ომის პარტიასთან“ ბრძოლის გაგრძელდება არ უნდა იყოს? - უნდა იყოს სიტყვის თავისუფლების ბოლომდე აღმოფხვრა?! წინააღმდეგ შემთხვევაში როგორ გჯერათ, რომ ამ გიჟურ, შეთქმულების თეორიებზე აგებულ პოლიტიკას ისე აწარმოებს, რომ ამ ხალხის დასახელება არ მოგიწევთ?!“- მიმართა მეგრელიშვილმა “ქართული ოცნების“ წევრებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა