რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

"ძალადობა შობს ძალადობას"- კობახიძე დარბევისას დაშავებულებზე

ნახვები: 578 "ძალადობა შობს ძალადობას"- კობახიძე დარბევისას დაშავებულებზე

პოლიტიკური უმცირესობის, კოლექტიური ნაცმოძრაობის ძალადობრივი ქმედებების გამო, გუშინ აუცილებელი გახდა 6 პოლიციელის ჰოსპიტალში გადაყვანა, მათ შორის, ერთ-ერთს აღენიშნებოდა თვალ-ბუდის ფსკერის მოტეხილობა და დასჭირდა გადაუდებელი ოპერაცია - ამბობს პრემიერი კობახიძე და პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევისას პოლიციელების დაშავებაზე ლაპარაკობს.

მისივე თქმით, მსუბუქი დაზიანებები მიიღეს აქციის მონაწილეებმა:

"გუშინდელი ძალადობრივი აქციის შემდეგ, სხვადასხვა ნაკლებად მძიმე დაზიანებით კლინიკებში გადაყვანილ იქნა 4 მომიტინგე, რომლებიც მალევე გაეწერნენ კლინიკებიდან.

რა თქმა უნდა, არ იყო სასიამოვნო ლევან ხაბეიშვილის დაზიანებების ხილვა. ასევე შეკრების დაშლის დროს, დაფიქსირდა რამდენიმე სამწუხაროა ინციდენტი. სამწუხაროა, რომ ძალადობა შობს ძალადობას" ამბობს კობახიძე და ადამიანების დაზიანებაზე პასუხისმგებლობას იმ ადამიანებს აკისრებს, რომლებიც "აქეზებდნენ ძალადობას პოლიციელების წინააღმდეგ".

კობახიძემ მოძალადეები უწოდა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს მართავენ:

"ესენია ძალადობრივი დაჯგუფებები: „ტალღა“, „ჯიუტები“, „ნაბიჯი“, „თბილისი პრაიდი“, „ჯენზი“, „წერტილი“, „დაფიონი“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“ და „მომავლის აკადემია“, რომლებიც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ერთგულ 200-მდე მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს" ამბობს კობახიძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა