ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი ღარიბაშვილი - მიუღებელია, როდესაც რადიკალი ანარქისტები თავს ესხმიან პოლიციას

ნახვები: 557 ირაკლი ღარიბაშვილი - მიუღებელია, როდესაც რადიკალი ანარქისტები თავს ესხმიან პოლიციას

მიუღებელია, როდესაც რადიკალი ანარქისტები თავს ესხმიან პოლიციას - ეს არის ხელის აღმართვა სახელმწიფოზე, ეს უნდა იყოს დასჯილი და არავითარი კომპრომისი აქ არ შეიძლება,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი არ უნდა გაჩნდეს“.

„დაუსჯელობის სინდრომი არის საშინელება, პირდაპირ ძირს უთხრის სახელმწიფოს ძლიერებას, სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. როგორ შეიძლება, რომ პოლიციას ქვებს უშენენ ეს რადიკალი ანარქისტები და გაუგებარი არარაობები, პროვოკაციაზე მიდიან, წვავენ პოლიციის მანქანებს, თავს ესხმიან სახელმწიფო უწყებებს. ეს არის ძალიან მძიმე დანაშაული. ამის გამო ყველა ნორმალურ სახელმწიფოში ამაზე არის ძალიან მკაფიო, ძლიერი პასუხი სახელმწიფო უწყებების მხრიდან“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ძალადობა უნდა დასრულდეს. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ „აქციებზე სამართალდამცველები პროტესტის მონაწილეებს სცემენ“, ღარიბაშვილი ამბობს: „ევროპაში, ამერიკაში გაბედოს ვინმემ პოლიციის მიმართ რამე გააკეთოს, სცემენ კი არა...“.

„ვგმობ ყველანაირ ძალადობას, ვის წინააღმდეგაც არ უნდა იყოს მიმართული. მანამდე ვიხილეთ დეპუტატების და სხვა აქტორების წინააღმდეგ მიმართული ძალადობა. არ შეიძლება, მეგობრებო. ძალადობა უნდა დავასრულოთ. როდესაც ადამიანები ხედავენ ძალადობას და ამ ფაშისტების აქტიურობას, ხალხში ძალადობა და აგრესია მატულობს. ფაშისტებად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოვიხსენიებ, რადგან მათი ქმედებები, რაც წარსულში აქვთ ჩადენილი, არაფერია, თუ არა ფაშიზმი. უნდა დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ. მიუღებელია, როდესაც რადიკალი ანარქისტები თავს ესხმიან პოლიციას. ეს არის ხელის აღმართვა სახელმწიფოზე, ეს უნდა იყოს დასჯილი და არავითარი კომპრომისი აქ არ შეიძლება. სწორედ ეს დაუსჯელობა წარმოშობს სხვა ტიპის ძალადობას, ყველა ხედავს კადრებს, რომ თავს ესხმიან პოლიციელებს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა