ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ევროპაში, ამერიკაში აღვირახსნილი კამპანიაა - თქვა ღარიბაშვილმა, რომელმაც შვილი ამერიკაში სასწავლებლად ჩაიყვანა

ნახვები: 621 ევროპაში, ამერიკაში აღვირახსნილი კამპანიაა - თქვა ღარიბაშვილმა, რომელმაც შვილი ამერიკაში სასწავლებლად ჩაიყვანა

ევროპაში, ამერიკაში აღვირახსნილი კამპანიაა, საბავშვო ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან, თუ შენი სქესი არ მოგწონს, შეგიძლია გადაიკეთოო - ეს არის ანტიადამიანური, დემონური ინიციატივები და ამას სჭირდება ჩაკეტვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა დროულია და ბოლომდე უნდა მივიდეს.

„2014 წელს, როდესაც მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, მე გავაჟღერე ინიციატივა, რომელიც 2-3 წელში ჩვენმა გუნდმა შეიტანა კონსტიტუციაში - განისაზღვრა ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობა. მაშინ ბევრისთვის გაუგებარი იყო ეს, ეგონათ, რომ პოპულიზმი იყო. მაგრამ ნახეთ, ძალიან მალე რა მოხდა - დღეს ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 25-ში უკვე დაკანონებულია ერთსქესიანი ქორწინება. ე.ი. მაშინ საჭირო ყოფილა ინიციატივა, რომელიც კონსტიტუციაში შევიტანეთ. ანალოგიურად, დღეს ჩვენ ვუყურებთ ტენდენციებს, რომელიც ევროპაში, ამერიკაში ხდება, რომ ეს ყველაფერი არ არის კარგის მომტანი. ეს არის აღვირახსნილი კამპანია. საბავშვო ბაღებში, სკოლებში მიჰყავთ ტრანსგენდერები და ეუბნებიან გოგოს ან ბიჭს, თუ შენი სქესი არ მოგწონს, შეგიძლია გადაიკეთოო. მშობლების თანხმობის გარეშე. ამას უნდა შევეწინააღმდეგოთ ჩვენ, ეს არის ანტიადამიანური, დემონური ინიციატივები და ამას სჭირდება გაფრთხილება, ჩაკეტვა. ამიტომაა აუცილებელი და დროული ეს ინიციატივა და სჭირდება ბოლომდე მიყვანა“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა