Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

"გილდია": ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვის სულისკვეთებას, ვაანონსებთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას

ნახვები: 510 "გილდია": ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვის სულისკვეთებას, ვაანონსებთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას

დამოუკიდებელი პროფკავშირები კულტურისა და მედიის სფეროში - "გილდია" საყოველთაო გაფიცვის სულისკვეთებას უერთდება და კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას აანონსებს. "გილდია" მშრომელებს სოლიდარობისკენ მოუწოდებს

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ რეჟისორ მიშა ჩარკვიანს სახლთან დახვდნენ ძალადობრივი ჯგუფები, მუქარები გრძელდება მსახიობებსა და სახელოვნებო პროფკავშირების წევრებზე ისევე, როგორც საპროტესტო აქციებში მონაწილე დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებზე. 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ აღკვეთოს ძალადობრივი ჯგუფების პროვოკაციები და ადამიანების მიმართ ანგარიშსწორება, შეაჩერეთ აგრესიული ჯგუფები, რომლებიც სამართალდამცავი უწყებების მხრიდან ხელშეწყობის, უფრო მეტიც, მათი დავალების გარეშე ვერ გაბედავდნენ კრიტიკული საზოგადოების წინააღმდეგ სასტიკ ძალადობას. 

მოძალადეები საფრთხეს უქმნიან ადამიანების სიცოცხლის უფლებასა და საზოგადოებრივ მშვიდობას, ეს მხოლოდ მტრის (რუსეთის) ინტერესშია, პატივი ეცით გამოხატვისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლებებს! 

ვუერთდებით საყოველთაო გაფიცვის სულისკვეთებას, ვაანონსებთ ჩვენი კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას და სოლიდარობისკენ მოგიწოდებთ მშრომელებს! 

სოლიდარობა, მშვიდობა და თავისუფლება საქართველოს - არა რუსულ კანონს!" ნათქვამია განცხადებაში. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა