ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვეცდებით, რომ მივაღწიოთ კომპრომისს საქართველოს სახელმწიფოსთვის ღირსეულ რეზოლუციის ტექსტზე-უსუფაშვილი

ნახვები: 356 ვეცდებით, რომ მივაღწიოთ კომპრომისს საქართველოს სახელმწიფოსთვის ღირსეულ რეზოლუციის ტექსტზე-უსუფაშვილი

ვითარებაში, როცა ვართ აგრესიის, ოკუპაციის მსხვერპლი, პარლამენტმა მიიღოს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, რომელშიც სიტყვას არ ახსენებს, როგორც ამ ხიფათების მთავარ წყაროსა და საფრთხეზე, არის სრულიად გაუგებარი, - ამის შესახებ „ლელოს" წევრმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კვლავ შეეცდებიან, რომ რეზოლუციის ტექსტის საბოლოო ვარიანტი იყოს კომპრომისული და ამ კუთხით მუშაობას გააგრძელებენ.

„ქართული სახელმწიფოს ღირსების საქმეა, რომ იმ ვითარებაში, როდესაც არა მხოლოდ ჩვენს მეზობელ სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას ემუქრება მორიგი აგრესიის საფრთხე რუსეთისგან, არამედ საქართველოც კვლავ შესაძლოა, აღმოჩნდეს უფრო მძიმე ვითარებაში და ოკუპირებულ ტერიტორიებს მეტი პრობლემა შეემატოს, როცა მთელი მსოფლიო ფეხზე დგას და ყოველდღე ვისმენთ მკაფიო, მკვეთრ პოზიციონირებას იმ ქვეყნების მხრიდანაც, ვისაც ეს საფრთხე საერთოდ არ ემუქრება, ცხადია, საქართველოს მხრიდან საჭიროა მკაფიო პოზიციონირება, ვაჟკაცობა. იმ ვითარებაში, როცა ვართ აგრესიის, ოკუპაციის მსხვერპლი, პარლამენტმა მიიღოს რეზოლუცია, რომელშიც სიტყვას არ ახსენებს როგორც ამ ხიფათების მთავარ წყაროსა და საფრთხეზე, არის სრულიად გაუგებარი.

გუშინ, შუადღეს პრაქტიკულად მიღწეული იყო კომპრომისული ტექსტი, რომელიც „ლელოს" ბოლომდე არ მოგვწონდა, მაგრამ ვინაიდან „ოცნება" მზად იყო, იმ ტექსტზე შეჯერებულიყო, ჩვენც მზად ვიყავით, უკან წაგვეღო ჩვენი მოსაზრება, თუმცა რატომღაც სიტყვა რუსეთი გახდა „ქართული ოცნებისთვის" გადაულახავი წინააღმდეგობა, დაიწეროს, რომ რუსეთიდან მომდინარე საფრთხისგან უნდა დავიცვათ უკრაინა და ჩვენ ჩვენი წვლილი შევიტანოთ დიპლომატიური არხებით. არავინ არავის მოუწოდებს, ომში ჩვენ გადავეშვათ ან რამე უბედურება ჩავიდინოთ.

იყო მცდელობა, რომ რეზოლუცია საწყის ეტაპზევე ყოფილიყო კონსენსუსური და ინიცირება ყოფილიყო ყველასგან ერთად. ჩვენ არ ვკარგავთ იმედს, რომ ორშაბათამდე, როდესაც ბიუროზე ინიცირებულ ტექსტს განიხილავენ, „ქართული ოცნების" ლიდერები გაიაზრებენ, რომ პრაქტიკულად გაუგებარ ვითარებაში იყენებენ თავს საკუთარი მომხრეებისადმი.

აქ ოპოზიცისთან ურთიერთობაში არ არის საქმე. ვერ წარმომიდგენია „ქარღული ოცნების" მომხრე მოქალაქე, რომელიც ამ ყველაფერზე წუხს, არ იყოს გაოცებული, გაკვირვებული, რომ რა საკრალური თემაა, სახელი დაერქვას იმას, რაც ხდება. რუსეთია ოკუპანტი, აბა, ვინაა.

ახლა ტექსტში როგორც წერია, ამას შეიძლება მოსკოვიდან მიეცეს ისეთი ინტერპრეტაცია, რომ საქართველოს პარლამენტმა დაგმო უკრაინაში ომის გაჩაღების მცდელობა, რომელსაც ნატო და დასავლეთი ახორციელებს, თუ არ ჩაიწერა ომის საფრთხე საიდან მოდის. ეს არის მოსკოვის ნარატივი, რადგან მოსკოვიც ლაპარაკობს, რომ უკრაინაში ვითარება დაძაბულია და სადაცაა უკრაინა გამოიყვანონ აგრესორად. ამიტომ ჩვენ ბოლომდე ვეცდებით, რომ მივაღწიოთ კომპრომისს საქართველოს სახელმწიფოსთვის ღირსეულ ტექსტზე, ამიტომ ვაგრძელებთ მუშაობას", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა