თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

მერე პასუხს შიგნით ჩვენც მოვთხოვთ ყველას-მეუფე იაკობი

ნახვები: 305 მერე პასუხს შიგნით ჩვენც მოვთხოვთ ყველას-მეუფე იაკობი

"ჩვენებსაც მოვუწოდებ, ჭკვიანად იყვნენ, ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ",-განაცხადა, დღეს 27 იანვარს ბოდბის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა მეუფე იაკობმა.

"ჩვენთან ძალით ვაჟკაცობა არავინ არ უნდა დაიწყოს. კარგად გაიხსენეთ, როდესაც ვიღაცები ვაჟკაცობდნენ, როგორ გარბოდნენ მერე ქვეყნიდან და ქართველებმა უნდა ვისწავლოთ საქართველოზე ფიქრი. პატრიარქს რამდენი დამსახურება აქვს ერის წინაშე, პატრიარქის დასაცავად ქართველი ერი არასდროს არ გამოსულა. რა უნდა, ღმერთი იცავს პატრიარქს, ვინც არ უნდა დაესიოს- ყვავ-ყორნები იქნებიან თუ ჩვენები იქნებიან, თუ გარედან, ვინ ვის რა უნდა დააკლოს. 

სასულიერო პირებსაც მოვუწოდებ და ერის ხალხსაც, ერთ კაცს და ორ კაცს ნუ გადააყოლებენ. ვიღაცას დაიჭერენ. რამდენი პატიმარი გვყავს, 300 ათასზე მეტი მისჯილი გვყავდა, 24 ათასზე მეტი ციხეში იჯდა, 400 ათასამდე კაცი იყო გასამართლებული, მაშინ კარგი სასამართლო იყო და დღეს არის ცუდი?! თუ  მაშინ არ ვარგოდა სასამართლო აბა რა ქვეყანა გვქონდა მაშინ აშენებული, უვარგისი სასამართლოს პირობებში სახელმწიფო სახელმწიფოა ?! ამიტომ  გონიერება მოვიკრიბოთ, ნუ ვიტირებთ თუ დაგვიჭერენ.  როგორ გგონიათ ტირილს დავიწყებ ან ხალხი რომ გამოდიოდა გამიშვითო, იმას ვიკადრებ რომ გამიშვითო?! ხომ გეტყვით, რომ მიხედეთ თქვენს საქმეს, ქვეყანას მიხედეთ. უკრაინაზე რომ ფიქრობთ, მაშინ დაგიჯერებდით, საქართველოზე რომ მანამდე გეფიქრათ, თორემ მათი ტკივილი ჩვენი ტკივილია. 

მაინცდამაინც 9 აპრილი უნდა მოხდეს, რომ ერთობა გვქონდეს?! გავერთიანდეთ მერე მაშინ დავიჯერებ ვიღაცაზე ზრუნავ, თუნდაც ერთ ადამიანზე. ამდენი ქალია ციხეში იმათ არ სცხვენიათ გარეთ რომ დარბიან გამოუშვათ, გამოვუშვათო?! იმდენი ქალია, ჯერ ქალებზე იზრუნეთ გამოვუშვათ , მერე დაგიჯერებთ, სხვებიც გამოვუშვათ. მე აბსოლუტურად ყველას გავუშვებდი ციხიდან. 

ჩვენებსაც მოვუწოდებ, ჭკვიანად იყვნენ, ზედმეტად ნურავის ნუ დავიცავთ. რაღაც  პერიოდი მოვითმენთ, არავის არ ვეტყვით, მაგრამ მერე პასუხს შიგნით ჩვენც მოვთხოვთ ყველას. შერიგება პატრიარქმაც იცის და მეც . სხვები რომ ლაპარაკობენ თქვენ გგონიათ იციან რა არის შერიგება?! არ იციან რა არის შერიგება, შერიგება ხდება სხვანაირად. 

დათქმებით, რომ გამოვდივართ ეს არის, ის არის აბსოლუტურად სხვა არის ვერ ვიტყვით იმიტომ, რომ ვთქვათ ეშმაკსაც ეცოდინება და ხელს შეგვიშლის. მე მჯერა, რომ აუცილებლად მოხდება შერიგება ისე, რომ ღირსებაშელახული არავინ დარჩება. დღეს ძალიან ბევრი ღირსებაშელახულად თვლის თავს, ეს უნდა ვიცოდეთ. თუ შენდობაა, სათხოვარი ყველამ ერთმანეთს უნდა ვთხოვოთ, ყველა ვართ დამნაშავეები, ვიღაცებს რაღაცის უფლება მივცეთ , დროზე არ გავაჩერეთ. აკეთეს ისეთი  რამე, რისი გაკეთებაც ადამიანისგან , ქართველი კაცისგან არ არის მიზანშეწონილი",-განაცხადა მეუფე იაკობმა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა