Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

გიგა ბოკერია - თავისუფალი სამყარო ბოროტებასთან და მის ვასალებთან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად აუცილებლად ერთიანი იქნება

ნახვები: 560 გიგა ბოკერია - თავისუფალი სამყარო ბოროტებასთან და მის ვასალებთან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად აუცილებლად ერთიანი იქნება

თავისუფალი სამყარო ბოროტებასთან და მის ვასალებთან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად აუცილებლად ერთიანი იქნება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერია გამოეხმაურა „პოლიტიკოს“ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს წარედგინება კანონპროექტი, რომლითაც საქართველოში რუსული სტილის „უცხოური აგენტების“ წარდგენაზე პასუხისმგებელ პირებს აქტივების გაყონვა და მოგზაურობის აკრძალვა ემუქრებათ.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, რომ თავისუფალი სამყაროს მიერ გადადგმული ყველა ნაბიჯი საქართველოში მოქალაქეების პროტესტის დამსახურებაა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროტესტი გაგრძელდეს საბოლოო მიზნის მიღწევამდე - „ივანიშვილის რეჟიმის ძალაუფლებიდან ჩამოცილებამდე“.

„ივანიშვილის პროპაგანდა, პუტინის რუსეთის მსგავსად ხშირად ცდილობდა საზოგადოების ნაწილის დაბნევას, რომ თითქოს ტრამპი დაბრუნდება და ლიბერალური პოლიტიკა შეწყდება დასავლეთიდან, სინამდვილეში კი ამ ინიციატივის მთავარი ავტორი, კონგრესმენი ვილსონი ტრამპთან პოლიტიკურად დაახლოებული პირი და მისი კამპანიის ყველაზე აქტიური მონაწილეა.

ასე რომ, თავისუფალი სამყარო ბოროტებასთან და მის ვასალებთან ბრძოლაში საქართველოს მხარდასაჭერად აუცილებლად ერთიანი იქნება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა