ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

შალვა პაპუაშვილი UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელ ნიკ ბერესფორდს შეხვდა

ნახვები: 388 შალვა პაპუაშვილი UNDP-ის მუდმივ წარმომადგენელ ნიკ ბერესფორდს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ წარმომადგენელს, ნიკ ბერესფორდს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და UNDP-ს შორის არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებასა და გაძლიერებაზე. აღინიშნა გაერო-ს განვითარების პროგრამის მნიშვნელოვანი წვლილის შესახებ საქართველოში დემოკრატიული პროცესების გაძლიერების, ეკონომიკური განვითარების, გარემოსდაცვითი მიმართულების მხარდაჭერისა და კრიზისების პრევენციის კუთხით. მხარეებმა ისაუბრეს UNDP-ის პროექტზე „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში". ნიკ ბერესფორდმა პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნო პროექტის მიმდინარეობა, ასევე შესაბამისი აქტივობები და გეგმები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა, გენდერული პოლიტიკის მნიშვნელობას და ამ კუთხით პარლამენტში გენდერული საბჭოს მხარდაჭერის მნიშვნელობას, ასევე სამოქალაქო ჩართულობის აუცილებლობას. საუბარი შეეხო გაერო-ს განვითარების პროგრამის მნიშვნელოვან წვლილს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის მექანიზმის გაძლიერებაში.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა