თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თბილისში საერთო სამუშაო სივრცე „Old Boys” თიბისის მხარდაჭერით გაკეთდა

ნახვები: 458 თბილისში საერთო სამუშაო სივრცე „Old Boys” თიბისის მხარდაჭერით გაკეთდა

თანამედროვე სამუშაო კულტურამ ბევრი რამ შეცვალა ადამიანების ცხოვრებაში. ახლა აუცილებელი არაა, მთელი დღე სამუშაო ადგილს მიჯაჭვულმა გაატარო, მეტიც საერთოდ არ არის აუცილებელი ერთ სამსახურს მიეჯაჭვო. დღეს სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს დისტანციურ ან თავისუფალ სამუშაო გრაფიკს, შესაბამისად, კომპანიებიც თავიანთ თანამშრომლებს ამ არჩევანის საშუალებას აძლევენ. გაჩნდა პროფესიები, სადაც ფრილანსერად მუშაობის შემთხვევაში უფრო მეტის გამომუშავება შეიძლება. ამ თავისებურებებმა და ბაზარზე არსებულმა მოთხოვნამ საერთო სამუშაო სივრცეები გააჩინა.

უკვე ერთ წელზე მეტია, თბილისში კონსტიტუციის ქ. 4-ში გაიხსნა საერთო სამუშაო სივრცე „Old Boys” , რომელიც სწორედ იმ მიზნით შეიქმნა, რომ ადამიანებს მისცეს იმის საშუალება, რომ თავისუფლად, დამოუკიდებლად, მშვიდ და კომფორტულ გარემოში იმუშაონ.

„ჩვენთან მოსულ ადამიანებს დახვდებათ ძალიან ფართო და ნათელი სივრცე, დიდი ეზოთი, სადაც ასევე შესაძლებელია მუშაობა. ჩვენი ძალიან კეთილგანწყობილი კოლექტივი მათ უქმნის საუკეთესო პირობებს, რომ არაფერზე არ იზრუნონ და მშვიდად აკეთონ თავიანთი საქმე. აქვე შესაძლებელია მიირთვან ლანჩი, საღამოს კი გაერთონ. ჩვენ გვაქვს კომპლექსურად აწყობილი სერვისი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ ჯერ კარგად იმუშაონ და მერე კარგად დაისვენონ ან გაერთონ“, - ალექსანდრე ბაგრატიონ-დავითაშვილი, „Old Boys” ერთ-ერთი დამფუძნებლი.

საერთო სამუშაო სივრცეში ერთდროულად 100 ადამიანის მიღებაა შესაძლებელი, თუმცა ამასთან ერთად „Old Boys” მომხმარებელს პირად სამუშაო ოფისებსაც სთავაზობს.

ამ კომპლექსური სერვისის განვითარება, რომელშიც საერთო სამუშაო სივრცის გარდა შედის კაფე, ბარი და რესტორანი, დამფუძნებლებმა თიბისის ფინანსური მხარდაჭერით შეძლეს. სამომავლო მიზანი ბიზნესის გაფართოვებააა, მაგრამ ჯერ მომხმარებლის მოთხოვნას დააკვირდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრებენ რა მიმართულებით განავითარონ თავიანთი მომსახურება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა