თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია პირველ თებერვალს გაიხსნება

ნახვები: 368 საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესია პირველ თებერვალს გაიხსნება

საქართველოს პარლამენტი საქმიანობას ოფიციალურად მომავალ კვირას დაიწყებს და საგაზაფხულო სესიას პირველ თებერვალს გახსნის. საგაზაფხულო სესიის გახსნა პლენარული სხდომით მოხდება. თავის მხრივ, პლენარული სხდომა პოლიტიკური დებატებით გაიხსნება.

საგაზაფხულო სესიის ფარგლებში, ერთ-ერთი პირველი გადაწყვეტილების მიღება ცესკო-ს თავმჯდომარის თაობაზე მოხდება. ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევანის გაკეთება მოხდება მოქმედ თავმჯდომარეს გიორგი კალანდარიშვილსა და კანდიდატ თენგიზ თევზაძეს შორის.

საკადრო გადაწყვეტილების გარდა, საგაზაფხულო სესიაზე, საკანონმდებლო ორგანოს მოუწევს სახელმწიფო უწყებების ანგარიშების მოსმენა, მათ შორის უწყებას უნდა წარედგინოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახალხო დამცველის, ეროვნული ბანკისა და სახელწიფო აუდიტის სამსახურის წლიური ანგარიშები. ასევე პარლამენტის წინაშე ანგარიშით უნდა წარდგეს პრემიერ-მინისტრი.

ანგარიშების მოსმენის გარდა, საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილების მიღება მოუწევს საკონსტიტუციო ცვლილებებზეც. ამ დროისთვის, კონსტიტუციური პროექტი პირველი მოსმენით არის მიღებული, რომლის გათვალისწინებით, საარჩევნო ბარიერი 5-დან 2 პროცენტამდე მცირდება და არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს.

მეორე მოსმენამდე იგეგმება საკონსტიტუციო ცვლილებების კორექტირება, თუმცა პროექტი საბოლოოდ რა სახით ჩამოყალიბდება, ეს დამოკიდებული იქნება პოლიტიკურ მხარეებს შორის კონსულტაციების შედეგებზე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა