Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

პრეზიდენტი - როცა ქარტიაზე კონსულტაციები დავიწყე, მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს მაინც მივმართე, ჩართულიყვნენ

ნახვები: 526 პრეზიდენტი - როცა ქარტიაზე კონსულტაციები დავიწყე, მმართველ პარტიას და ბიძინა ივანიშვილს მაინც მივმართე, ჩართულიყვნენ

როდესაც ქარტიაზე კონსულტაციები დავიწყე, მმართველ პარტიას და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მაინც მივმართე - შემდეგ მივმართე ახალად დანიშნულ თავმჯდომარეს, რომელიც დღეს შერბილებას თამაშობს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

როგორც მან ოპოზიციური პარტიების ლიდერების მიღებაზე გამოსვლისას განაცხადა, მისთვის ნათელი იყო, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად, მმართველი პარტია არ აპირებდა ევროკავშირის 9 ნაბიჯის თუნდაც ნაწილი შეესრულებინა და „ქართულ ქარტიის“ მიზანია, 15 დეკემბერს დაწყებული ევროინტეგრაციის გზა არ შეჩერდეს.

„ქარტიის მიზანი იყო, დაგვენახა, რისი გაკეთება შეიძლებოდა იმისთვის, რომ 15 დეკემბერს დაწყებული ევროინტეგრაციის გზა არ შეჩერებულიყო და ჩვენთვის, როგორც უკრაინისთვის და მოლდოვისთვის, წლის ბოლოს მოლაპარაკებები გახსნილიყო. ჩემთვის ნათელი იყო, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების მიუხედავად მმართველი პარტია არ აპირებდა ამ 9 ნაბიჯის თუნდაც ნაწილი შეესრულებინა.

როდესაც 7 თებერვალს ქარტიაზე კონსულტაციები დავიწყე, მე მმართველ პარტიას და მის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს მაინც მივმართე, ჩართულიყვნენ თუ ამის სურვილი ექნებოდათ, რადგან მისგან პასუხი არ მიმიღია, შემდეგ მივმართე ახალ დანიშნულ თავმჯდომარეს, რომელიც დღეს შერბილებას თამაშობს, ვითომ „რუსული კანონის“ წინააღმდეგი იყო და დღეს უცხოელებთან ამ როლშია, თითქოს სხვებისგან ცოტა განსხვავებულია. არ ვიცი ეს სანქციების თემას უკავშირდება თუ არა, მაგრამ არც მისგან მიმიღია რაიმე პასუხი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა