თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი კობახიძე - საბოლოოდ მოვახერხეთ მნიშვნელოვანი რამ, ის რესურსი, რაც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბერ-ნოემბერში, გაანიავეს ბევრად უფრო ადრე

ნახვები: 498 ირაკლი კობახიძე - საბოლოოდ მოვახერხეთ მნიშვნელოვანი რამ, ის რესურსი, რაც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბერ-ნოემბერში, გაანიავეს ბევრად უფრო ადრე

რაც შეეხება დროებით ტურბულენტობას, რაც გვქონდა, გასული 2 თვე, ეს ტურბულენტობა მზადდებოდა ოქტომბერ-ნოემბრისთვის. საბოლოოდ მოვახერხეთ მნიშვნელოვანი რამ, ის რესურსი, რაც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბერ-ნოემბერში გაანიავეს ბევრად უფრო ადრე, გაზაფხულზე, - ამის შესახებ პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი გულწრფელი ადამიანიც იყო ჩართული, მაგრამ, „აქციები ორგანიზებული იყო უცხოური აგენტების მიერ, რასაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას” ვუწოდებთ“.

„მინდა მოგახსენოთ, რომ ქვეყნის სტაბილურობას არ აქვს თვისებრივი გამოწვევა. სიმშვიდეს და მშვიდობას შევინარჩუნებთ, ძალიან ბევრ არაკეთილმოსურნეს აქვს ინტერესი, რომ ამ ქვეყანაში ჯერ სიმშვიდე დაირღვეს და შემდეგ მშვიდობა, თუმცა ამის საშუალებას არავის მივცემთ. რაც შეეხება დროებით ტურბულენტობას, რაც გვქონდა, გასული 2 თვე, ეს ტურბულენტობა მზადდებოდა ოქტომბერ-ნოემბრისთვის. საბოლოოდ მოვახერხეთ მნიშვნელოვანი რამ, ის რესურსი, რაც უნდა დაეგროვებინათ ოქტომბერ-ნოემბერში გაანიავეს ბევრად უფრო ადრე, გაზაფხულზე. „ახალგაზრდების პროტესტი“ არის თქვენი ბრენდირება იმ ყველაფრის, რასაც ერქვა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ორგანიზებული აქციები.

ბევრი გულწრფელი ადამიანიც იყო ჩართული, მაგრამ, აქციები ორგანიზებული იყო უცხოური აგენტების მიერ, რასაც კოლექტიურ „ნაცმოძრაობას” ვუწოდებთ. ყველამ დაინახა, ქვეყნის ძლიერებას ვერავინ შეარყევს, რევოლუციის მოწყობა აქ შეუძლებელია. ყველამ დაინახა, რომ სახელმწიფო უკან არასდროს დაიხევს, როცა ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფო ინტერესების დასაცავად. ეს 2 თვე იყო მნიშვნელოვანი ამ აღქმის ჩამოსაყალიბებლად“,- აღნიშნა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა