თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

ნატალი საბანაძე - არსებობს დასჯის ზომები, მაგალითად სანქციები, რომლებიც, ვფიქრობ, მიზნობრივი უნდა იყოს

ნახვები: 481 ნატალი საბანაძე - არსებობს დასჯის ზომები, მაგალითად სანქციები, რომლებიც, ვფიქრობ, მიზნობრივი უნდა იყოს

არსებობს დასჯის ზომები, მაგალითად სანქციები, რომლებიც, ვფიქრობ, მიზნობრივი უნდა იყოს და პიროვნებებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა, ეს მოიცავს ვიზის აკრძალვებს, ეს მოიცავს ფინანსურ სანქციებს, - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა ნატალი საბანაძემ განაცხადა.

„არსებობს დასჯის ზომები, მაგალითად სანქციები, რომლებიც, ვფიქრობ, მიზნობრივი უნდა იყოს, და პიროვნებებს უნდა დაეკისროთ პასუხისმგებლობა. ეს მოიცავს ვიზის აკრძალვებს, ეს მოიცავს ფინანსურ სანქციებს, მათ შეუძლებლობას გაგზავნონ საკუთარი შვილები ძვირადღირებულ უნივერსიტეტებში აქ, ამ ქვეყანაში [აშშ-ში].

ამას გავლენა აქვს კონკრეტულ ადამიანებზე და ისინი ინდივიდუალურად არიან პასუხისმგებლები. ვფიქრობ, ამან [სანქციებმა] გავლენა არ უნდა იქონიოს მხარდაჭერაზე, ვინაიდან ქართველებს, ქართულ საზოგადოებას, მედიას მეტი მხარდაჭერა სჭირდება დღეს.

და ასევე მჯერა, რომ კიდევ ერთი გადაწყვეტილება უნდა იყოს არჩევნების სიტუაციაზე ძალიან ახლოდან დაკვირვება და არჩევნების დაკვირვებაზე გრძელვადიან პერსპექტივაში დაფიქრება. ვინაიდან, როგორც ვთქვი, მეთოდები იხვეწება. ასე აშკარა არ არის - შეიძლება იყოს - მაგრამ დიდი სისტემა არსებობს პოლიტიკური ველის უწონასწორობაში მოსაყვანად ისე, რომ საბოლოო ჯამში არჩევნები აზრს კარგავს. იქნება შეჯიბრი, ვინაიდან არიან პარტიები და ისინი მონაწილეობას მიიღებენ, მაგრამ ეს შეჯიბრი მხოლოდ ლეგიტიმურობას იძლევა და ნამდვილი ცვლილების შანსს არა. ასე რომ, ეს უნდა გაკეთდეს“, - განაცხადა საბანაძემ.

პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი საეჭვო ბიზნეს საქმეებისთვის ჩვენი რუსეთის “ნაცრისფერ სივრცედ” გადაქცევა გადაწყვიტეს, უნდა დაისაჯონ! - ამის შესახებ აშშ-ის კონგრესში საქართველოს შესახებ მოსმენაზე ევროკავშირში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ნატალი საბანაძემ განაცხადა.

“საქართველოს მთავრობა ანტილიბერალურ, ანტიდასავლურ აჯანყებას შეუერთდა, რომლის სათავეშიც რუსეთია. უკრაინაში თავისი ომით რუსეთი არა მხოლოდ უკრაინელი ერის დამორჩილებას და თავისი გავლენის სფეროს აღდგენას ცდილობს, ის ასევე მსოფლიო წესრიგის დევესტერნიზაციას ცდილობს. უკრაინა მთავარი ფრონტია, უფრო პატარები გაჩნდა საქართველოში და სხვაგან მსოფლიოში. საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებები, ისეთები, როგორიცაა “უცხოური აგენტების” კანონპროექტი, კრიტიკული ინფრასტრუქტურის პროექტების ჩინეთისთვის გადაცემა, “გახრწნილი დასავლეთის” შესახებ რუსული ნარატივის გამეორება და მსოფლიო ეკონომიკის დედოლარიზაციის კურსისადმი მიმხრობა - ამ ტრანსფორმაციის ნიშნებია. მაგრამ შეცდომა არ დაუშვათ, ამ ბრძოლაში ქართველი ხალხი და მისი მთავრობა სხვადასხვა მხარეს დგანან. სწორედ ამიტომ არის MEGOBARI Act ასე მნიშვნელოვანი. ქართველებმა თავად უნდა იბრძოლონ საკუთარი თავისთვის, როგორც ვაკეთებდით ამას, მაგრამ მეგობრები გვჭირდება. მათ, ვინც უგულებელყოფენ ჩვენს მშვიდობიან და დემოკრატიულ ნებას, ვინც გვართმევენ მომავალს, რომელიც ჩვენი შვილებისთვის გვსურს - შედეგები უნდა მიიღონ. საქართველო, როგორც ქვეყანა, თქვენი მხარდაჭერის გაგრძელებას იმსახურებს, მაგრამ პიროვნებები, რომლებმაც საკუთარი საეჭვო ბიზნეს საქმეებისთვის ჩვენი რუსეთის “ნაცრისფერ სივრცედ” გადაქცევა გადაწყვიტეს, უნდა დაისაჯონ! ეს გლობალური ბრძოლის ნაწილია. თუ მსოფლიო კიდევ ერთხელ გაიყოფა რკინის ფარდით, დაგვეხმარეთ ჩვენს ბრძოლაში, რომ კიდევ ერთხელ არ აღმოვჩნდეთ არასწორ მხარეს”, - განაცხადა საბანაძემ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა