თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ხვალ ბათუმში ზუკა ნემსაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

ნახვები: 576 ხვალ ბათუმში ზუკა ნემსაძის შემოქმედებითი საღამო გაიმართება

ხვალ, 8 ივნისს, ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში ზუკა (ზურაბ) ნემსაძის შემოქმედებითი საღამო -„გენერალური რეპეტიცია“, გაიმართება.

პოეტი მსმენელის წინაშე, ახალი ლექსებითა და საინტერესო პერფორმანსებით წარდგება.

როგორც ზუკა ნემსაძემ „ნეიშენ ჯორჯაისთან“ საუბარში განაცხადა, მისთვის ამ საღამოს განსაკუთრებული მღელვარება ახლავს.

„წლებია ბათუმელ მსმენელისთვის საღამოა არ გამიმართავს, ამიტომაც ძალიან ვღელავ. უდიდესი პასუხისმგებლობაა, წარვდგე თანაქალაქელი მსმენელის - განსაკუთრებით ბათუმელების წინაშე. ვერც კი წარმოდგენით, როგორი კრიტიკული და მკაცრი მსმენელი ჰყავს ბათუმს“, - განაცხადა ზუკა ნემსაძემ და დასძინა, - „ეს არ იქნება სტანდარტული პოეზიის საღამო, სადაც მხოლოდ ლექსი ისმის. მაყურებელი იხილავს საინტერესო პერფორმანსებს და რა თქმა უნდა, იქნება შოუს ელემენტებიც“.

ზუკა ნემსაძემ აღნიშნა, რომ საღამოზე მის ლექსზე დაწერილი სიმღერის პრემიერაც შედგება.

„სცენაზე ჩემ გვერდით ჩემი მეგობარი და სასცენო პარტნიორი ნინიკო ქათამაძე იდგება. ნინიკოსთან ერთად სცენაზე დგომა დიდი ფუფუნებაა და მასთან ერთად არაფერზე ვნერვიულობ. საღამოზე იქნება სიმღერის პრემიერა, ნინიკო ჩემს ლექსზე, მის მიერ დაწერილ სიმღერას შეასრულებს “, - განაცხადა პოეტმა.

მისივე თქმით, საღამოს მუსიკალურად სტუდია „შარავანდი“ გააფორმებს.

„ყველაზე მეტად რაც მახარებს და რაც მარწმუნებს იმაში, რომ საღამო კარგი და საინტერესო იქნება, არის ის, რომ ჩემთან ერთად იქნება სტუდია "შარავანდი", თამუნა მჟავანაძის ხელმძღვანელობით“, - განაცხადა ზუკა ნემსაძემ.

პოეტი საღამოზე წაიკითხავს ლექსებს მისი შემოქმედებიდან, ასევე წარადგენს ლექსებს შოვისა და ბათუმის ტრაგედიაზე, რომელთაც სოციალურ ქსელში ასიათასობით ნახვები აქვს.

„ვიტოვებ იმედს, რომ მეც და მოსული მაყურებელიც კმაყოფილი დავრჩებით. აქვე, მადლობას ვუხდი ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებლთა თეატრის ხელმძღვანლობას, მოცემული შესაძლებლობისა და თანადგომისთვის.“, -ამბობს პოეტი.

შეგახსენებთ, რომ ზუკა ნემსაძის შემოქმედებითი საღამო, სახელწოდებით „გენერალური რეპეტიცია“, 8 ივნისს ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში 19:00 საათზე დაიწყება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა