რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ბაკურიანის ტყის იჯარით აღება უსაფრთხოებიდან გამომდინარე იყო საჭირო-ღარიბაშვილის ცოლის ძმა

ნახვები: 360 ბაკურიანის ტყის იჯარით აღება უსაფრთხოებიდან გამომდინარე იყო საჭირო-ღარიბაშვილის ცოლის ძმა

პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმა, ალექსანდრე თამაზაშვილი მისი დისთვის ბაკურიანში ტყის გადაცემის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ტერიტორიის იჯარით აღება უსაფრთხოებიდან გამომდინარე იყო საჭირო.

"დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ე.წ. "ტყის ჩუქებამ...". საზოგადოება, განზრახ შეყავთ შეცდომაში და ქმნიან ილუზიას, თითქოს ბაკურიანის ტყე ღარიბაშვილის ოჯახმა მიითვისა..

რეალობა კი ასეთია: ნახევარი ჰექტარი მიწის ნაკვეთი, რომელსაც სანახევროდ შეიძლება ტყე ეწოდოს და რომელიც საცხოვრებელი სახლის მიმდებარედაა, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა მისი იჯარით აღება, რომელზეც არც მშენებლობა შეიძლება და რა თქმა უნდა არც ხის მოჭრა, პირიქით, ვალდებულებაა მოვლა-პატრონობის და ყოველწლიურად, სოლიდური თანხის შეტანის ბიუჯეტში.

საინტერესოა, რამდენად გულწრფელი და ნამდვილია პროტესტი, იმ გუნდის წევრებისგან და მათი რჩეული ჟურნალისტებისგან, რომლებმაც ხელისუფლებაში ყოფნისას, მხოლოდ 2009 წელს 3000-ზე მეტი ჰექტარი ტყის მასივი გაყიდეს, გაჩეხვის და ეკონომიური სარგებელის მიღების მიზნით....", - წერს თამაზაშვილი Facebook-ზე.

შეგახსენებთ,
პრემიერმინისტრის ცოლს ბაკურიანში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 5 958 კვადრატული მეტრი მიწა ტყით სპეციალური სარგებლობის უფლებით, 49 წლით გადაეცა. საჯარო რეესტრის მიხედვით, მისმა წარმომადგენელმა ეროვნულ სატყეო სააგენტოს სარგებლობასა და მფლობელობასთან დაკავშირებული უფლების წარმოშობის რეგისტრაციისთვის განცხადებით 2021 წლის 28 დეკემბერს მიმართა.

ტერიტორიის წლიური საწყისი ფასი 5 958 ლარი იყო. ინტერესი გამოხატა ერთმა ადამიანმა და მანვე, ამავე აუქციონში 6 255-ლარიანი შეთავაზებით გაიმარჯვა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა