ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

ირაკლი ზარქუა ბაიდენსა და მაკრონს - ბიჭებო, პრობლემა თქვენს უსამართლო დამოკიდებულებაშია

ნახვები: 553 ირაკლი ზარქუა ბაიდენსა და მაკრონს - ბიჭებო, პრობლემა თქვენს უსამართლო დამოკიდებულებაშია

ბიჭებო, პრობლემა თქვენს მმართველობაშია, თქვენს არასწორ, უსამართლო დამოკიდებულებაშია სხვა ქვეყნების მიმართ - ეს უნდა გამოასწროთ, თორემ საფრანგეთშიც პრობლემა იქნება მალე და იქ კიდევ ტრამპი მოდის, მისტერ ბაიდენ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატებისა და საფრანგეთის ლიდერების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ევროპარლამენტის არჩევნების შედეგად მმართველი გუნდი დარწმუნდა, რომ ევროკავშირის მოსახლეობა და საქართველოს ხელისუფლება ერთი და იგივე, პრაგმატულ პოლიტიკას ატარებენ.

"ჩვენ დავრწმუნდით, რომ ევროკავშირის მოსახლეობა და ქართული სახელმწიფოს ხელისუფლება ერთი და იგივე პოლიტიკას ვატარებთ, პრაგმატულს. ვიცავთ ჩვენს ინტერესებს, ჩვენს ადათ-წესებს, მართლმადიდებლობას, რელიგიას, ხალხს, თავისუფლებას და სუვერენიტეტს. აქედან გამომდინარე, მგონია, რომ პრობლემა ბიჭებო, თქვენს მმართველობაშია. პრობლემა, ბიჭებო, თქვენს არასწორ უსამართლო დამოკიდებულებაშია სხვა ქვეყნების მიმართ. მე მგონი, ეს უნდა გამოასწროთ, თორემ საფრანგეთშიც პრობლემა იქნება მალე და იქ კიდევ ტრამპი მოდის, მისტერ ბაიდენ. ასე რომ, დაფიქრდით. აბა ჰე," - განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, თეთრი სახლის განცხადებით, ჯო ბაიდენი და ემანუელ მაკრონი მოუწოდებენ „ქართულ ოცნებას“, პატივი სცეს საზოგადოების სურვილებს, ევროატლანტიკურ გზაზე დაბრუნებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა