თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სალომე ზურაბიშვილი - ეს არის ერთგვარი წინასაარჩევნო ვარჯიში, რომ გავიტანოთ სარეფენდუმო კამპანია, რომ რეალურად საქართველოს მომავალი წყდება

ნახვები: 445 სალომე ზურაბიშვილი - ეს არის ერთგვარი წინასაარჩევნო ვარჯიში, რომ გავიტანოთ სარეფენდუმო კამპანია, რომ რეალურად საქართველოს მომავალი წყდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რას ითვალისწინებს მისი ინიციატივა რეფერენდუმის შესახებ.

პრეზიდენტის თქმით, მისი განცხადება რეფერენდუმის შესახებ „დაამახინჯეს“.

პრეზიდენტი განმარტავს, რომ ევროინტეგრაცია არის საქართველოს გზა, რაც ერთხელ და სამუდამოდ საქართველოს კონსტიტუციით არის დადგენილი, ხოლო რეფერენდუმი, რომელიც მან იგულისხმა, „ქართული ქარტიის“ ფარგლებში ხელმოწერების შეგროვებას გულისხმობს.

კერძოდ, სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი ინიციატივა არის ერთგვარი „წინასაარჩევნო ვარჯიში“ - რეგიონებში სარეფერენდუმო კამპანიის წარმოება, რომ საქართველოს მომავალი წყდება.

“რაც შეეხება რეგიონებში კამპანიას. საჭიროა, რომ “ქართული ქარტია” პარტიებისა და თქვენს მიერ იყოს გატანილი. ამიტომ შემოვიტანე რეფერენდუმის თემა, რომელიც დაამახინჯეს. რეფერენდუმი არ არის რეფერენდუმი, რომ კიდევ ერთხელ კონსტიტუცია გავიმეოროთ. კონსტიტუციამ თქვა და დაადგინა, რომ ევროინტეგრაცია არის საქართველოს გზა, ეს ერთხელ და სამუდამოდ მორჩა, დადგენილია!

რეფერენდუმმა კითხვა უნდა დაუსვას და ხელმოწერები მოგროვდეს იმაზე, რომ “ქართული ქარტია” არის სამოქმედო გეგმა იმისთვის, რომ გადავარჩინოთ ევროპული მომავალი - ეს არის ერთგვარი წინასაარჩევნო ვარჯიში, რომ გავიტანოთ სარეფენდუმო კამპანია, რომ რეალურად საქართველოს მომავალი წყდება.

რეგიონებში, ახალგაზრდებში გავიტანოთ, ავუხსნათ რა არის ქარტია. ქარტია ეს არის ის, რაც მიგვიყვანს, დაგვაბრუნებს, სწორედ, იმ ევროპულ გზაზე, რომელიც კონსტიტუციაში გაწერილია. ამას არაფერი არ შეცვლის და არანაირი საფრთხე ამას არასოდეს არ გაუჩნდება. ამიტომ აქ არის თქვენი, ახალგაზრდების ინიციატივა, რომელსაც მერე შეიძლება ხელი შევუწყოთ, პროცედურებში დაგეხმაროთ. თუ ჩათვლით, რომ ეს ვარჯიში - ხელმოწერების მოგროვება რეგონებში, ხალხისთვის “ქართული ქარტიის” ახსნა არის სწორი - წინასარჩევნო პერიოდის მომზადება, მაშინ თქვენ აიღეთ ინიციატივა, დაიწყეთ, საინიციატივო ჯგუფები შექმენით და ჩვენ დაგეხმარებით.

არ შეიძლება, რომ დაყოფილი იყოს, აქეთ ახალგაზრდები, იქით დანარჩენი საზოგადოება. ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ ის საქმე, რაც გასაკეთებელია”, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა