ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ევროკავშირის ელჩი ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებაზე: „წინ რთული დისკუსია გველის“

ნახვები: 466 ევროკავშირის ელჩი ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებაზე: „წინ რთული დისკუსია გველის“

საუკეთესო გამოსავალი იქნება ის, რომელიც ფართო გაგებაზე იქნება დამყარებული, ამ სიტუაციაში ეს ერთადერთ სწორ გამოსავლად მიმაჩნია, - ამის შესახებ ხელისუფლებასა და ოპოზიციის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის წინ ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

ჰარცელის განცხადებით, მოლაპარაკებათა მაგიდაზე ბევრი კარგი იდეა დაიდო.

"ჩემთვის ძალიან ნათელია, რომ მოლაპარაკებების ბოლო კვირის მოახლოებასთან ერთად, პარლამენტის შეკრებამდე, წინ რთული დისკუსია გველის. ამ საკითხში რეალისტები უნდა ვიყოთ. ფასილიტატორებმა წარმატებას მივაღწიეთ იმ გაგებით, რომ მოვახერხეთ სხვადასხვა მხარეების ერთად შეკრება სალაპარაკოდ, ბევრი კარგი იდეა დაიდო მოლაპარაკებათა მაგიდაზე, ჩვენს წინ გარკვეული მენიუა. ამავდროულად, ახლა სიმართლის დრო დადგა, დიალოგის ყველა მონაწილემ ახლა მართლაც მონდომებით და ბევრი უნდა იფიქრონ, თუ როგორ სურთ ამ დისკუსიების დასრულება. ეს ის პროცესია, რის გარკვევასაც და დახმარებასაც ვაგრძელებთ.

საუკეთესო გამოსავალი იქნება ის, რომელიც ფართო გაგებაზე იქნება დამყარებული, ამ სიტუაციაში ეს ერთადერთ სწორ გამოსავლად მიმაჩნია. თუმცა ამ იდეის სხვადასხვა ელემენტებზე სპეკულირებას ვერ დავიწყებ, რადგან მე ფასილიტატორი ვარ და არა მოსამართლე, გადაწყვეტილება ჩემი მისაღები არ არის. ყველა მოლაპარაკებაში უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა მხარემ ჩადოს მაქსიმალური ძალისხმევა, რომ იფიქრონ თუ როგორ გახადონ საკუთარი პოზიცია საუკეთესო გზად შეთანხმების მისაღწევად და აგრეთვე, დაეხმაროს მეორე მხარეს ამ მიმართულებით. ჯერ არაფერია ცნობილი, თუმცა ვპროგნოზირებ ძალიან რთულ გადაწყვეტილებებს ყველა მხრიდან, ვიმედოვნებ, რომ შევძლებთ ფართო გაგებაზე დამყარებული გადაწყვეტილების პოვნას, თუმცა არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ამაზე თავდაჯერებით ვისაუბრო. ვიმედოვნებ და დარწმუნებულიც ვარ, რომ ყველა მონდომებით იმუშავებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ კარგი შედეგით დავასრულოთ მოლაპარაკებები, თუ ეს შესაძლებელია," - განაცხადა ჰარცელმა, რომლის კომენტარის თარგმანსაც „რუსთავი 2" ავრცელებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა