რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ჯოზეფ ბორელი - აგრესორს ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი არ შეუძლია

ნახვები: 472 ჯოზეფ ბორელი - აგრესორს ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი არ შეუძლია

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მუდმივი აგრესია მშვიდობისადმი რეალურ ინტერესს არ აჩვენებს, - ასე ეხმაურება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მიერ გაჟღერებულ უკრაინასთან მოლაპარაკებების დაწყების პირობებს.

„პუტინის მიუღებელი მოთხოვნები მიზნად ისახავს უკრაინაში შეჭრის ლეგიტიმაციას და სამშვიდობო ძალისხმევის შელახვას, მაშინ, როცა რუსეთი ხელახლა იარაღდება და ემზადება ხანგრძლივი ომისთვის. აგრესორს არ შეუძლია ცეცხლის შეწყვეტის პირობების კარნახი“, - წერს ბორელი სოციალურ ქსელში.

მისი განმარტებით, მშვიდობის პირობები მითითებულია გაერო-ს წესდებაში და გენერალური ასამბლეის რეზოლუციაში „უკრაინაში ყოვლისმომცველი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის შესახებ“, რომელსაც 141 ქვეყანამ დაუჭირა მხარი.

შეგახსენებთ, გუშინ, რუსეთის პრეზდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები წამოაყენა, რომლის თანახმადაც უკრაინამ ოთხი რეგიონის: დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიისა და ხერსონის ოლქების მთელი ტერიტორიიდან ჯარები უნდა გაიყვანოს და ნატო-ში გაწევრიანების გეგმაზე უარი თქვას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა