ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ვოლოდიმირ ზელენსკი - დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდებიან ერთად და სამუდამოდ

ნახვები: 568 ვოლოდიმირ ზელენსკი - დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდებიან ერთად და სამუდამოდ

დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდებიან ერთად და სამუდამოდ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ზელენსკი აღნიშნავს, პრეზიდენტებმა ორმხრივი თანამშრომლობა და ქვეყნებში არსებული უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს.

„მე ვაცნობე პრეზიდენტ ზურაბიშვილს უკრაინის ენერგოსექტორის წინააღმდეგ რუსეთის საჰაერო ტერორის შესახებ. ჩვენი ქვეყანა ყველა ძალისხმევას მიმართავს ენერგეტიკის აღსადგენად. მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს, მშვიდობის გლობალური სამიტის მხარდაჭერისა და მასში მონაწილეობისთვის, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ერთად ვართ. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე, როდესაც უკრაინა და საქართველო ევროკავშირის ნაწილი გახდებიან ერთად და სამუდამოდ“, – წერს ზელენსკი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა