ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

მედავებიან ვიცე- ჩემპიონის ცემას, თან აეროპორტში, სადაც ყველაზე დაცული ადგილია-გიგი უგულავა

ნახვები: 333 მედავებიან ვიცე- ჩემპიონის ცემას, თან აეროპორტში, სადაც ყველაზე დაცული ადგილია-გიგი უგულავა

 


თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგი უგულავას საქმეზე მორიგი პროცესი მიმდინარეობს. პროცესს თავად ბრალდებული, გიგი უგულავაც ესწრება.

ცნობისთვის,

სასამართლო დარბაზში იკითხება თბილისის აეროპორტის მესაზღვრე-პატრული, რომელიც უშუალოდ შეესწრო ევროპის ვიცე-ჩემპიონისა და გიგი უგულავას ფიზიკურ დაპირისპირებას.

"სავარაუდოდ განახლდა პროცესი იმიტომ, რომ განახლდა პოლიტიკური პროცესი და ივანიშვილის რეჟიმისთვის დამახასიათებელია, რომ ყველა ადამიანისთვის, ვისაც არ მოსწონს ეს რეჟიმი დამოკლეს მახვილივით თავზე ეკიდოს სასამართლო პროცესი. ეს ყველაზე აბსურდული საქმეა 10 წლის განმავლობაში პოლიტიკურ საქმეებს შორის, იმიტომ, რომ მედავებიან ვიცე- ჩემპიონის ცემას, თან აეროპორტში, სადაც ყველაზე დაცული ადგილია. ეს საქმე თავიდან ბოლომდე დავალებით შესრულებულია და ამ ადამიანმა ბევრი ბენეფიტი მიიღო და ამ ფასში შედიოდა ის, რომ უნდა იძახოს, როგორ ვცემე მე ის. თუ პროკურატურა, სასამართლოს მაგას იძახის, ბოლოს მეც დავიჯერებ, რომ ვცემე",- განაცხადა უგულავამ.

უგულავა ამბობს, რომ დღევანდელი მართლმსაჯულების სისტემა მთლიანად "გახრწნილია" და რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე, რთული მისახვედრია. დასაკითხ მოწმეთა შორის დარჩენილია დავით პარკაძე.

"დარჩა მეორე ადამიანი - დავით პარკაძე, მისი მეგობარი და ასევე, ძიუდოისტი, რომელიც დაესხა თავს გიორგი გაბაშვილს. თუ მოიყვანენ მას ვნახოთ, რას ილაპარაკებს. ეგ არის ვინც დაიწყო ყველაფერი, მოლაპარაკე ეგ იყო და კუნთი ეს იყო და მერე თვითონ აირივნენ. ცუდი ის არის, რომ სპორტსმენებს უტეხენ სახელს ეს ადამიანები",- განაცხადა უგულავამ.

შეგახსენებთ,
თბილისის ყოფილ მერს, გიგი უგულავას ევროპის ჩემპიონ - საბა გავაშელიშვილზე ძალადობას ედავებიან. საქმე ეხება 2019 წლის 11 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც უგულავასა და გოკა გაბაშვილს თავს 2 უცნობი პირი დაესხა. გოკა გაბაშვილი საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა