Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

იენს სტოლტენბერგი - სამყარო, სადაც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვს ბირთვული იარაღი და ნატო-ს არა, უფრო საშიშია

ნახვები: 538 იენს სტოლტენბერგი - სამყარო, სადაც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვს ბირთვული იარაღი და ნატო-ს არა, უფრო საშიშია

სამყარო, სადაც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვს ბირთვული იარაღი და ნატო-ს არა, უფრო საშიშია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

როგორც სტოლტენბერგი „ტელეგრაფთან“ ინტერვიუში ამბობს, ნატო აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა უფრო მეტი ბირთვული იარაღი განათავსოს რუსეთისა და ჩინეთის მზარდი საფრთხის ფონზე.

მსოფლიოსთვის ბირთვული არსენალის ჩვენებით, კი ნატო-ს გენერალური მდივნის აზრით, პირდაპირ მესიჯი უნდა გაეგზავნოს მოწინააღმდეგეებს.

ასევე, როგორც ინტერვიუდან ირკვევა, ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები რაკეტების საცავიდან გამოღებისა და მზადყოფნაში მოყვანის შესახებ.

„მე არ შევალ ოპერაციულ დეტალებში თუ რამდენი ბირთვული ქობინი უნდა იყოს მოქმედი და რომელი უნდა იყოს შენახული, მაგრამ ჩვენ გვჭირდება კონსულტაციები ამ საკითხებზე. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივანი ასევე აღნიშნავს, რომ ბირთვული გამჭირვალობა უნდა იყოს ნატო-ს ბირთვული სტრატეგიის ქვაკუთხედი, რათა ალიანსი მოემზადოს უფრო საშიში სამყაროსთვის.

„გამჭირვალობა გვეხმარება პირდაპირი გზავნილის გაგზავნაში, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ ბირთვული ალიანსი. ნატო-ს მიზანი არის მსოფლიო ბირთვული იარაღის გარეშე, მაგრამ იქამდე, ვიდრე ბირთვული იარაღი არსებობს, ჩვენ დავრჩებით ბირთვულ იარაღად, რადგან სამყარო, სადაც რუსეთს, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას აქვს ბირთვული იარაღი და ნატო-ს არა, უფრო საშიშია“, – აცხადებს ნატო-ს გენერალური მდივანი.

სტოლტენბერგის თქმით, ჩინეთი დიდ ინვესტიციას დებს თანამედროვე იარაღში, მათ შორის ბირთვულ არსენალში, რომელსაც 2030 წლისთვის 1000 ქობინამდე გაზრდის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა