გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?

პრემია “ელისომ” გამარჯვებულები გამოავლინა

ნახვები: 561 პრემია “ელისომ” გამარჯვებულები გამოავლინა

 14 ივნისს, გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, თიბისის მხარდაჭერითა და ნატო ვაჩნაძის ფონდის ორგანიზებით, პრემია „ელისოს“ პირველი დაჯილდოება გაიმართა.

ქართველი და საერთაშორისო კინემატოგრაფისტებისგან შემდგარი ჟიურის გადაწყვეტილებით, ქართულ კინოში გასულ წლის სამი გამორჩეული ნამუშევარი დაჯილდოვდა.    

  • საუკეთესო რეჟისორი - ელენე ნავერიანი, ფილმისთვის “შაშვი შაშვი მაყვალი”.
  • საუკეთო მსახიობი - ეკა ჩავლეიშვილი, ფილმისთვის “შაშვი შაშვი მაყვალი”.
  • საუკეთესო ოპერატორი - ლომერო ახვლედიანი, ფილმისთვის “ღიმილიანი საქართველო”

 

დაჯილდოების პარალელურად გურჯაანში, ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმში, ნატო ვაჩნაძის დაბადებიდან 120 წელიც აღინიშნა.  

„ელისო“ ნიკოლოზ შენგელაიას ყველაზე წარმატებული ფილმია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას.  ქართული ავანგარდის დასაწყისი, რომელიც ნოვატორული თხრობითა და მონტაჟით გამოირჩევა. ქართულ მუნჯ ფილმებში ტენდენციურად ქალის ფიგურა ჩაგრული და მსხვერპლია,  ფილმის მთავარი პერსონაჟი ელისო კი დინების წინააღმდეგ წასული გმირია.  ელისოს როლს ნატო ვაჩნაძის და, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი კირა ანდრონიკაშვილი ასრულებს.

პრემია “ელისო” ნატო ვაჩნაძის ფონდის პირველი პროექტია. ფონდი  კინემატოგრაფისტების და ოჯახის წევრების ინიციატივით 2023 წელს დაარსდა. ფონდის მთავარი მიზანი ხელოვნების და განსაკუთრებით კი კინემატოგრაფიის განვითარების ხელშეწყობაა.  ფონდის მიზნები პირდაპირ კავშირიშია ნატო ვაჩნაძის და მისი ოჯახის მემკვიდრეობის გაგრძელებასთან, სწორედ ამიტომ კინემატოგრაფისტთა ხელშეწყობა, ისტორიული კონტექსტის კვლევა, კინოს პოპულარიზაცია და ქალთა გაძლიერება რჩება ფონდის უმთავრეს ღირებულებებად.

“ელისოს” გენერალური მხარდამჭერია თიბისი. მთავარი პარტნიორები კი არიან  გურჯაანის საბიბლიოთეკო და სამუზეუმო გაერთიანება, თეგეტა, კოკა-კოლა, გალფი, სარაჯიშვილი და სხვა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა