თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ევროპარლამენტი - რობერტა მეცოლამ ხაზი გაუსვა ევროპარლამენტის მტკიცე ვალდებულებას, უზრუნველყოს ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტის არჩევის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა

ნახვები: 507 ევროპარლამენტი - რობერტა მეცოლამ ხაზი გაუსვა ევროპარლამენტის მტკიცე ვალდებულებას, უზრუნველყოს ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტის არჩევის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ხაზი გაუსვა პარლამენტის მტკიცე ვალდებულებას, უზრუნველყოს ევროკომისიის მომავალი პრეზიდენტის არჩევის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა, – ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტი ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დასრულების შემდეგ აქვეყნებს.

განცხადებაში აღნიშნულია რამდენიმე საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე რობერტა მეცოლამ ყურადღება გაამახვილა.

„ევროპარლამენტის პრეზიდენტების კონფერენცია გასულ კვირას შეიკრიბა ევროპული არჩევნების შედეგების შესაფასებლად. მთავარმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაადასტურა, რომ მათი წამყვანი კანდიდატი კომისიის მომავალი პრეზიდენტის თანამდებობაზე არის მოქმედი პრეზიდენტი“, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

ამასთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირის საპარლამენტო არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ მოქალაქეების უმრავლესობის სურვილია, ფასეულობებისა და უსაფრთხოების დაცვა უმთავრეს პრიორიტეტად დარჩეს.

„ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი უნდა გაგრძელდეს“, – დასძინა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა