Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

გიგი წერეთელი - ჰელსინკის კომისიის მოსმენა გამოააშკარავებს, თუ როგორ ხდება „აგენტების კანონის“ ჰიბრიდული ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენება

ნახვები: 520 გიგი წერეთელი - ჰელსინკის კომისიის მოსმენა გამოააშკარავებს, თუ როგორ ხდება „აგენტების კანონის“ ჰიბრიდული ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენება

ჰელსინკის კომისიის მოსმენა გამოააშკარავებს, თუ როგორ ხდება „აგენტების კანონის“ ჰიბრიდული ბრძოლის ინსტრუმენტად გამოყენება, - აღნიშნულის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, გიგი წერეთელმა განაცხადა, რითაც ჰელსინკის კომისიაში 20 ივნისს ჩანიშნულ მოსმენას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ჰელსინკის კომისიაში 20 ივნისს არის კიდევ ერთი მოსმენა, რომელიც შეეხება იმ საკითხს, თუ როგორ ახდენენ რუსეთი და სხვა არადემოკრატიული რეჟიმები ჰიბრიდული ომის პირობებში სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსი კანონების ინიცირებას.

„ამერიკის კონგრესში, ჰელსინკის კომისიაში უკვე ერთი განხილვა იყო, სადაც ძალიან ბევრი რამ ნათელი გახდა, მაგრამ 20 ივნისს არის კიდევ ერთი მოსმენა, რომელიც შეეხება იმ საკითხს, თუ როგორ ახდენენ რუსეთი და სხვა არადემოკრატიული რეჟიმები ჰიბრიდული ომის პირობებში სხვადასხვა ქვეყნებში მსგავსი კანონების ინიცირებას.

ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ დაანახებს ყველას, თუ როგორ ორკესტრირებულად და მიზანმიმართულად ხდება ამგვარი კანონის ინიცირება, საზოგადოებაში დაძაბულობისა და პოლარიზაციის შეტანა, სამოქალაქო სექტორისა და მედიის დაშინება, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში“, - აღნიშნა გიგი წერეთელმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა