თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

"ოცნება" მოწმენდილ ცაზე არავის დაუსანქცირებია - პეტრე ცისკარიშვილი

ნახვები: 543 "ოცნება" მოწმენდილ ცაზე არავის დაუსანქცირებია - პეტრე ცისკარიშვილი

ენმ-ს გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების დასანქცირება არავის გახარებია, თუმცა ეს მათ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგია. ოპოზიციის წევრის თქმით, "ქათული ოცნება" აშშ-ს ტყუილად, მოწმენდილ ცაზე არავის დაუსანქცირებია. 

"არავინ იქნება აღფრთოვანებული იმით, რომ თბილისში, ხელისუფლებაში, დედაქალაქში უზის მთავრობა, რომელიც არის სანქცირებული ჩვენი პარტნიორების მხრიდან. ტყუილადაც არ არის სანქცირებული, ყველაფერი ხომ მიზეზ-შედეგობრივია. ის, რა ინიციატივებიც შემოიტანეს, რა კანონებიც მიიღეს, ამის გამო მოხდა მათი დასანქცირება. მოწმენდილ ცაზე ისინი არ დასანქცირებულან და მათი ვიზების შეზღუდვა არავის მოფიქრებია და გახსენებია უბრალოდ ისე, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი. 

საქართველოში ამერიკის ელჩი ამბობს, რომ ვიზების გაუქმების შესახებ შეტყობინენები "ოცნების" სანქცირებულ წევრებს უკვე მიუვიდათ. მათ კი,  ვისაც ვიზა არ აქვს, თუ მის აღებას გადაწყვეტენ, საელჩოში აღმოაჩენენ, რომ სანქცირებულია. ამერიკელი დიპლომატის განცხადებით, ამ სიაში არიან არა მხოლოდ დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც.  

 

 
 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა