სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”

დავით უსუფაშვილი - ანაკლიასთან დაკავშირებით რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა, დასავლური, თავისუფალი სამყარო როგორ არ უნდა იყოს შეშფოთებული?

ნახვები: 507 დავით უსუფაშვილი - ანაკლიასთან დაკავშირებით რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა, დასავლური, თავისუფალი სამყარო როგორ არ უნდა იყოს შეშფოთებული?

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით რაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაიდინა, ამის შემდეგ საერთოდ დასავლური, თავისუფალი სამყარო როგორ არ უნდა იყოს შეშფოთებული?! ეს შეეხება ვიზებსაც, ინვესტიციებსაც და სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვასაც, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, „ხელისუფლება თავისი უგუნური პოლიტიკით“, ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობას საფრთხეს უქმნის.

„დღეს „ქართული ოცნების“ გამხმოვანებელმა მთავარმა ძალამ გვითხრა, მერე რაო, გაუქმდეს ყველაფერი, თუკი რამე პარტნიორობა გვაქვს აშშ-სთან და დასავლეთთანო, ჩვენ გადავარჩენთ ამ ქვეყანასო. აი, ასე უგუნურად მიაქანებს ეს ხალხი ამ ქვეყანას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისი თქმით, ყველა ქვეყანა თავად წყვეტს, ვინ შეუშვას საკუთარ ქვეყანაში და ვინ არა.

„ელჩი პასუხისმგებელია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე და თავისი ქვეყნის ინტერესების დაცვაზე. ჩვენი ქვეყანა რომ არ იცავს საკუთარი ქვეყნის ინტერესებს, ეს არის პრობლემა“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა