ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ლევან იოსელიანი - საგამოძიებო უწყებებს მოვუწოდებ, უფრო ეფექტურად მოახდინონ სულ მცირე, იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც კადრებში ჩანან

ნახვები: 472 ლევან იოსელიანი - საგამოძიებო უწყებებს მოვუწოდებ, უფრო ეფექტურად მოახდინონ სულ მცირე, იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც კადრებში ჩანან

საგამოძიებო უწყებებს მოვუწოდებ, უფრო ეფექტურად მოახდინონ სულ მცირე, იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც კადრებში ჩანან. დაუსჯელობით არ წაახალისონ ეს პროცესი, - ასე გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამოქალაქო აქტივისტებზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობებს.

იოსელიანის განმარტებით, ადამიანები, რომლებიც ძალადობაში არიან ჩართულები, პასუხისგებაში უნდა იყვნენ მიცემული.

„ნებისმიერი ასეთი ფაქტი დასაგმობია, სახელმწიფომ ეფექტურად უნდა მოახდინოს რეაგირება ნებისმიერ ფაქტზე, როცა მოქალაქეებზე ანგარიშსწორება ხდება მისი პოლიტიკური ან სხვა ტიპის მოსაზრებების გამო, ეს არის არა მხოლოდ დასაგმობი, არამედ გამოსაძიებელი ფაქტი. ადამიანები, ვინც ამაში ჩართულები არიან, პასუხისგებაში უნდა მიეცნენ. ჩვენ ყველა შემთხვევაზე ვახდენთ რეაგირებას, შესაბამის უწყებასთან ვართ კომუნიკაციაში და გამოძიების შედეგებს ველოდებით. გამოძიების მასალებთან წვდომა არ გვაქვს, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, მთელ რიგ შემთხვევებზე გამოძიება მიმდინარეობს და შედეგებს ველოდებით. იმის მიხედვით, როგორი იქნება შედეგები, მერე გავაკეთებთ შეფასებას გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყებებს მოვუწოდებ, უფრო ეფექტურად მოახდინონ სულ მცირე, იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც კადრებში ჩანან და რომელთა სახელების და გვარების იდენტიფიცირება რთული არ არის. დაუსჯელობით არ წაახალისონ ეს პროცესი, რომელიც მოქალაქეებზე თავდასხმას გულისხმობს. ნებისმიერი ასეთი ქმედება უკუკავშირს იწვევს და ვერ დავბრუნდებით იმ დროში, როცა ქუჩაში ერთმანეთს ჯგუფები და ბანდები უსწორდებოდნენ, ამას ჭირდება სახელმწიფოს ძალიან მკაცრი ჩარევა და პასუხისგებაში მიცემა ყველა იმ ადამიანის, ვინც ამაშია ჩართული",- განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დღეს კიდევ ერთ სამოქალაქო აქტივისტს, ნიკო გაფრინდაშვილს გაუსწორდნენ ფიზიკურად.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა