ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

თეონა აქუბარდია - კიდევ ერთხელ გითხრათ, მათ შორის ჯოზეფ ბორელმა, რომ მატყუარები ხართ

ნახვები: 541 თეონა აქუბარდია - კიდევ ერთხელ გითხრათ, მათ შორის ჯოზეფ ბორელმა, რომ მატყუარები ხართ

რაც არ უნდა განსხვავებული რეალობა შექმნათ, ეს არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ თქვენ ყველა, ივანიშვილთან ერთად, პასუხისმგებელი ხართ იმაზე, რომ ამ ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს უარი უთხარით, - ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს.

მისი განცხადებით, ეს არის ქვეყნის მტრობა და ღალატი, რასაც ქართველი ხალხი პასუხს 26 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე გასცემს.

„ალტერნატიული რეალობა გაქვთ შექმნილი და ამ ალტერნატიული რეალობით ცდილობთ, მათ შორის მოატყუოთ საკუთარი ხალხი. ვცდილობ, ალტერნატიული, განსხვავებული, ადეკვატური რეალობის შესახებ გესაუბროთ - გუშინ საქართველოსთან დაკავშირებით უმძიმესი დებატები იყო. ის ხალხი, ვინც აქ ამბობთ, „ღირსებით ევროპისკენ“ მივდივართო და ამ დროს უღირსად რუსეთისკენ გინდათ ქვეყანას თავი რუსეთისკენ უკრათ, კიდევ ერთხელ გითხრათ, მათ შორის ჯოზეფ ბორელმა, რომ მატყუარები ხართ, რომ ატყუებთ საკუთარ ხალხს, თითქოს ევროპისკენ მიდიხართ. ღიად გითხრეს, რომ თქვენ საქართველო ევროპას დააშორეთ. ღიად გითხრეს, რომ ქართველი ხალხის მხარდასაჭერად გამოყოფილი თანხაც საფრთხის წინაშე დადგებაო, თავი რომ დავანებოთ პერსონალურ სანქციებს და იმას, ოქტომბრის შემდეგ რა შეიძლება მოხდეს. ახლა აქ რომ დგახართ და ლაპარაკობთ, უადგილო არის კითხვები საქართველოს კურსთან დაკავშირებითო, ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ამბობდა ამას. ამ შემთხვევაში, საქართველოს კურსთან დაკავშირებით კითხვები აღარ არის, უკვე ადეკვატური აღქმაა და პირდაპირ გეუბნებიან, საქართველო ევროკავშირს დააშორეთო. შესაბამისად, როდესაც ჯოზეფ ბორელი ღიად გეუბნებათ, რომ უმაღლესი პირები დეზინფორმაციას ავრცელებენო, ეს ყველაფერი არის დიაგნოზი და რაც არ უნდა განსხვავებული რეალობა შექმნათ, ეს არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ თქვენ ყველა, ივანიშვილთან ერთად პასუხისმგებელი ხართ იმაზე, რომ ამ ქვეყნის ცივილიზაციურ არჩევანს უარი უთხარით. ქართველ ხალხს ტყუილებს ეუბნებით.

როდესაც ლაპარაკობთ საქართველოს რეპუტაცია ზიანდება და დასავლეთი დეზინფორმაციას ავრცელებსო, მთავარი დეზინფორმატორები თქვენ ხართ. მაშინ როდესაც პარტნიორების გაბუტვასა და მუქარაზე საუბრობთ, პარტნიორები კი არ გებუტებიან, გიხსნიან, რომ საქართველოსთვის კარი ღიაა, თქვენთვის კი არა, თქვენ უკვე დასანქცირებული ხართ და დანარჩენები კიდევ იმად შერაცხილები, რასაც ხალხი გიწოდებთ. როდესაც ლაპარაკობთ პარტნიორების მუქარაზე, ეს მუქარა კი არა რეალობაა, რომელიც გინდათ გადაასხვაფეროთ და დასავლეთს გადააბრალოთ ის, რომ ქვეყნის კურსი რუსეთისკენ შემოატრიალეთ“,-განაცხადა აქუბარდიამ.

გარდა ამისა, მან ქართულ ჯარზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ევროკავშირის დაფინანსებაც გაიყინოს.

„თქვენ რომ იყავით ბატონო შალვა წასული სამხედრო მაისურით ზელენსკის სტილში, რა უთხარით თქვენს ჯარს, რა გააკეთეთ აქ, რომ ამერიკული დაფინანსება ქართული ჯარისთვის გაყინული იქნება? ევროკავშირის 33 მილიონიანი დაფინანსება შესაძლებელია გაიყინოს წელს და გაისად კიდევ კაცმა არ იცის, რა მოხდება. ჩვენი თავდაცვისუნარიანობა იმ ამოცანებს, რასაც შეკავება ჰქვია, შეასრულებს თუ არა? ძალიან მაინტერესებს ჯარს თქვენ რას ეტყვით? ქვეყნის მტრობა და ღალატი ნორმალური არ არის. ამიტომ, ამას პასუხს ქართველი ხალხი ოქტომბერში გასცემს“, - განაცხადა აქუბარდიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა