Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

თელმიკოს წარმომადგენელის განმარტება-რატომ უჩნდება მოსახლეობას დენის ტარიფის ზრდის განცდა

ნახვები: 409 თელმიკოს წარმომადგენელის განმარტება-რატომ უჩნდება მოსახლეობას დენის ტარიფის ზრდის განცდა

თელმიკოს კლიენტთა მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელმა თეა ნოზაძემ იმედზე განმარტა, "რატომ უჩნდება მოსახლეობას დენის ტარიფის ზრდის განცდა".

მისი მტკიცებით, დენის ტარიფი არ გაზრდილა.

"არის ერთი შემთხვევა, როდესაც ჰგონიათ, რომ ტარიფი გაიზარდა, რეალურად გვიკავშირდებიან და ვუხსნით, რომ [დეკემბერში] თანხა არ გაქვთ გადახდილი და ამან გამოიწვია, თორემ თვიური მოხმარება არ გაზრდილა. და არის კიდევ მეორე მომენტიც, როდესაც მომხმარებლების რაღაც რაოდენობას აქვს ტარიფის ზრდის შეგრძნება. ჩვენ შემოვედით ბაზარზე 2021 წლის 1 ივლისიდან, აქედან მოყოლებული ტარიფის ზრდის ცვლილება არ მომხდარა, მაგრამ 1 წლის განმავლობაში მთავრობა ტარიფთა შორის სხვაობის სუბსიდირებას ახდენდა, რომელიც იანვრიდან აღარაა და ესეც ქმნის [ტარიფის ზრდის] შთაბეჭდილებას.

რა თქმა უნდა, არ გამოვირცხავთ იმასაც, რომ შეიძლება, ჩვენება არასწორად იყოს დაფიქსირებული. 600 000-ზე მეტი მომხმარებელი გვყავს და შესაძლებელია, ჩვენება არასწორად იყოს დაფიქსირებული. ჩვენ ვალდებული ვართ, ამ ჩვენების საფუძველზე, რომელსაც თელასი გვაწვდის, განვახორციელოთ დარიცხვა. ყველას შეუძლია, მოგვმართოს ნებისმიერ საკითხზე.

თუ ჩვენება არასწორად არის დაფიქსირებული, მოგვმართავენ, თელასი გადაამოწმებს ჩვენებებს, რომელიც მოახდენს ჩვენების შესაბამისად კილოვატის კორექტირებას და მერე ჩვენ ვახდენთ თანხის კორექტირებას", - თქვა მან.

მისივე განცხადებით, ბოლო პერიოდში მიღებული საჩივრების 90%-ზე მეტი ძირითადად უსაფუძვლო აღმოჩნდა, რაზეც მომხმარებლებს წერილობით ახსნა-განმარტება გაუგზავნეს.

ის განმარტავს, რომ ორი ქვითრის ამბავი აღარ განმეორდება, რადგან ჩვენება ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება, რომელშიც მთელი თვის მოხმარებული ელექტროენერგია იქნება ასახული, დეკემბერი კი გარდამავალი თვე იყო.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა