Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

„გირჩი“ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას კონკრეტული დათქმით მხარს დაუჭერს

ნახვები: 397 „გირჩი“ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას კონკრეტული დათქმით მხარს დაუჭერს

პარტია „გირჩი" მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას კონკრეტული დათქმით დაუჭერს მხარს.

როგორც ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა, დათქმა მდგომარეობს იმაში, რომ როცა „გირჩს" დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა დასჭირდება, ინიციატივას მხარი უნდა დაუჭიროს „ნაციონალურმა მოძრაობამ", ასევე აღნიშნული პარტის წევრებმა „გირჩს" „ქართული ოცნების" მიერ მოსყიდული არ უნდა უწოდონ.

„კომისიაში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებ და მისი შექმნა აუცილებელიც არ მგონია, მაგრამ ვინაიდან კომისიის შექმნა ჩვენი კოლეგებისთვის არის საჭირო, როცა ჩვენ დაგვჭირდება, კომისიის შექმნაში ისინი უნდა დაგვეხმარონ და ასევე „ქოცების" მოსყიდულები არ უნდა გვეძახონ. კომისიის მიზანი უნდა იყოს ისეთი, რომელიც რამეს შეცვლის. ეს კომისია თუ რაიმეზე უნდა შეიქმნას, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით უნდა შეიქმნას და არა იმაზე, ერთი ციხიდან მეორეში როგორ შეიყვანეს სააკაშვილი. ეს ძალიან მცირე მიზანია, ამიტომ, ამ კომისიის მიზანი არ მომწონს, უფრო დიდ მიზანს უნდა ისახავდეს და კომისიამ უნდა დაადგინოს, რამდენად აუცილებელია მისი სამკურნალოდ გადაყვანა", - განაცხადა ხვიჩიამ.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება. „ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში 30 დეპუტატი ჰყავს. მათ კომისიის შექმნისთვის „გირჩის" ოთხი ხმა სჭირდებათ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა