თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ჯო ბაიდენი - რუსეთის სარაკეტო დარტყმა, რომელმაც ათობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, რუსეთის სისასტიკის შემზარავი შეხსენებაა

ნახვები: 510 ჯო ბაიდენი - რუსეთის სარაკეტო დარტყმა, რომელმაც ათობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა, რუსეთის სისასტიკის შემზარავი შეხსენებაა

რუსეთის სარაკეტო დარტყმა, რომელმაც ათობით უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე იმსხვერპლა და კიევის უდიდესი ბავშვთა საავადმყოფო და მსხვერპლი გამოიწვია, რუსეთის სისასტიკის შემზარავი შეხსენებაა, - ასე ეხმაურება აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასიურ სარაკეტო თავდასხმას.

„მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ გააგრძელოს უკრაინის გვერდით დგომა ამ მნიშვნელოვან მომენტში და ჩვენ არ უგულებელვყოთ რუსული აგრესია“, - აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში, რომელიც თეთრი სახლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

მისი თქმით, მიმდინარე ვაშინგტონში შეხვდება უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ნატო-ს ლიდერებს.

„შევხვდები პრეზიდენტ ზელენსკის, რათა ნათლად განვუცხადო, რომ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ გამოვაცხადებთ ახალ ზომებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, რათა ხელი შევუწყოთ მათი ქალაქებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის რუსეთის თავდასხმებისგან დაცვას. შეერთებული შტატები უკრაინელი ხალხის გვერდით დგას“, - აცხადებს ბაიდენი.

ცნობისთვის, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად, 37 ადამიანი დაიღუპა და 170 დაშავდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა