თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თამარ კორძაია - ამერიკელი პარტნიორების ხედვაა, რომ თუ “ქართულმა ოცნებამ” ვითარება ოდნავ მაინც არ შეცვალა, სანქციები გაგრძელდება

ნახვები: 588 თამარ კორძაია - ამერიკელი პარტნიორების ხედვაა, რომ თუ “ქართულმა ოცნებამ” ვითარება ოდნავ მაინც არ შეცვალა, სანქციები გაგრძელდება

ჩვენი ამერიკელი პარტნიორები შეშფოთებულები არიან საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით - მათი ხედვაა, რომ თუ “ქართულმა ოცნებამ” ვითარება ოდნავ მაინც არ შეცვალა, სანქციები გაგრძელდება და ეს უფრო ნათელი და ღია იქნება საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა თამარ კორძაიამ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, უზრა ზეიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, აშშ მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ.

“ისინი მკაფიო მხარდაჭერას გამოხატავენ საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ. რაც მთავარია, გამოხატულ იქნა მზაობა საქართველოში სადამკვირვებლო მისიების და მაღალი წარმომადგენლობების ვიზიტების თაობაზე”,- განაცხადა კორძაიამ.

მისივე თქმით, პარტნიორების მხრიდან თავისუფალი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობაც არაერთხელ იქნა აღნიშნული.

“თუ რაიმე არ შეცვალა “ქართულმა ოცნებამ”, არ აჩვენა ოდნავი მზაობა მაინც იმისთვის, რომ მიიღებს საქართველოს მოქალაქეების ნების სასარგებლო გადაწყვეტილებებს და ამავდროულად, შექმნის გარემოს თანასწორი და თავისუფალი არჩევნებისთვის, სანქციები აუცილებლად გაგრძელდება. არაერთხელ იქნა აღნიშნული, რომ თუ არ იქნა სამართლიანი, თავისუფალი არჩევნებისთვის სათანადო პირობები, რაც ჯერ არ ჩანს; თუ არ შემცირდა სახელისუფლებო დეზინფორმაცია და საბოლოო ჯამში, ეჭვქვეშ დადგა არჩევნების შედეგები, რა თქმა უნდა, სახელმწიფოებრივად ძალიან მძიმე დღეში ჩავვარდებით. სწორედ იმიტომ, რომ არ უნდათ საქართველოს, როგორც პარტნიორი სახელმწიფოს დაკარგვა და არ უნდათ ის 30-წლიანი პარტნიორობა წყალში გადაიყაროს, მოდიან და კიდევ ბევრჯერ ჩამოვლენ ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად და იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეების ნება აღსრულდეს. ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლები, ჩვენი მხრივ, მაქსიმალურად ვეცდებით მეტი ერთიანობით, მეტი თანხმობით სვლას, რათა მოქალაქეებმა ოქტომბერში თავიანთი არჩევანი გააკეთონ”,- განაცხადა თამარ კორძაიამ.

მისივე თქმით, “მეგობარი აქტიც” იმის ნიშანი იყო, რომ საქართველოს, როგორც მეგობარ სახელმწიფოს, ისე უყურებენ პარტნიორები.

“მთავარი ისაა, რომ “ქართულმა ოცნებამ” ხელი ჰკრა ამ მეგობრობას - ეს არის სამწუხარო. მან ხელი ჰკრა ამერიკულ დახმარებას და მხარდაჭერას. მაგრამ ამერიკული მხარე კიდევ უფრო მეტ გონიერებას იჩენს და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” არა - მზად ვართ, საქართველოს მოქალაქეების მხარდასაჭერად. “მეგობარი აქტი” დაძრულია და ბევრი რამეა დამოკიდებული არჩევნებამდე პერიოდზე და არჩევნების შედეგებზე”, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა