Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ანა ბუჩუკური - გავრცელებული იყო „ფეიკი“, რომ შალელაშვილი ქმნის პარტიასო, პრეზიდენტიო, გახარიაო, ისაო, ესაო, ტყუილია, ხალხო, ტყუილი!

ნახვები: 559 ანა ბუჩუკური - გავრცელებული იყო „ფეიკი“, რომ შალელაშვილი ქმნის პარტიასო, პრეზიდენტიო, გახარიაო, ისაო, ესაო, ტყუილია, ხალხო, ტყუილი!

„გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატი, ანა ბუჩუკური აცხადების, რომ მისი პარტიისა და „ლელოს“ შესაძლო გაერთიანებაზე გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

მისი თქმით, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ „ლელოს“ უსურვებს ისე გადალახოს ბარიერი და ისე შევიდნენ პარლამენტში, რომ არ "განაცდნენ".

ამასთან, ბუჩუკური აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან კომუნიკაცია ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს.

"ქალბატონ პრეზიდენტთან ჩვენს გუნდს, მათ შორის, გუნდის ლიდერს, გიორგი გახარიას პერსონალური კომუნიკაცია ყოველთვის ჰქონდა და ახლაც აქვს. ამასწინათ იყო გავრცელებული რაღაც "ფეიკი", რომ ვიღაცა შალელაშვილი ქმნის რაღაც პარტიასო, პრეზიდენტიო, გახარიაო, ისაო, ესაო. ტყუილია, ხალხო, ტყუილი! ხომ არ შეიძლება ერთი და იგივე კითხვა დასვათ?! ყოველ ჯერზე მე გიპასუხებთ, რომ ეს არის ტყუილი და ყალბი ინფორმაცია. "ნაცმოძრაობის" და "ოცნების" წითელ ხაზებთან დაკავშირებით დიდი ხანია ვსაუბრობთ. რაც შეეხება "ლელოს" - "ლელოსთან" დაკავშირებით, ასევე, იცით ჩვენი პოზიცია, რომ ჩვენ ვუსურვებთ, ისე გადალახონ ბარიერი და ისე შევიდნენ პარლამენტში, რომ არ "განაცდნენ". თუ რამე შეიცვლება ჩვენგან გაიგებთ ამ ინფორმაციას, სხვების ტყუილს ნუ ავრცელებთ, ძალიან გთხოვთ”, - განაცხადა ბუჩუკურმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა