თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პარიკმახერი ჩემთან ერთ დღეში შემოუშვეს, ექიმებს კი, ხუთი კვირაა, არ უშვებენ-სააკაშვილი

ნახვები: 400 პარიკმახერი ჩემთან ერთ დღეში შემოუშვეს, ექიმებს კი, ხუთი კვირაა, არ უშვებენ-სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ითხოვს, მასთან საპატიმროში დაუშვან მისი პირადი ექიმი. ამის შესახებ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც საზღვრის კვეთის საქმეზე მისი პროცესი მიმდინარეობს.

სააკაშვილის თქმით, მასთან უპრობლემოდ შეუშვეს სტილისტი, ხოლო პირად ექიმს ხუთი კვირაა, არ უშვებენ.

„თუ ხედავთ, ახალი შეკრეჭილი ვარ, გუშინწინ გამოვიძახე ციხეში სტილისტი. გუშინ ეს სტილისტი მოვიდა და გამკრიჭა. ხუთი კვირაა, ნიუ იორკიდან ჩამოსული ჩემი პირადი ექიმი ნიკა ყიფშიძე წერს ყოველდღე განცხადებებს, რომ შემოუშვან ჩემთან. პარიკმახერი შემოუშვეს ერთ დღეში. ივანიშვილის ბრძანებით, უკვე ხუთი კვირაა, ჩემთან არ უშვებენ ექიმებს, ეს იმ პირობებში, როცა მაქვს ძალიან ძლიერი სისუსტე; მაქვს, სერიოზული პრობლემები, ცხოვრებაში პირველად, ჰიპერტონიასთან დაკავშირებული; მაქვს ძალიან ძლიერი ანემია და აქედან გამომდინარე, ბევრი სხვა პროცესები, მდგომარეობა ყოველდღე უარესდება... მე არ ვარ ვიღაც", - განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი ჩამოსვლის მერე საქართველოში პოლიტიკური პროცესები მთლიანად შეიცვალა.

​„ოთხი თვეა, ვიმყოფები პატიმრობაში. ველოდი თუ არა ამ სცენარს - ვფიქრობ, იმ ხალხმა, ვინც პესიმისტურად არის განწყობილი, კარგად იცის, რომ სინამდვილეში ძალიან ბევრ რამეს მივაღწიეთ. საქართველოში პოლიტიკური პროცესები მთლიანად შეიცვალა ჩემი აქ ჩამოსვლის შემდეგ. ადგილობრივი არჩევნები, რომელიც არასდროს იყო მნიშვნელოვანი, გახდა მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, რუსთავი წავართვით სამი დღის წინ. უახლოეს პერიოდში წავართმევთ ბათუმს, ასევე წავართმევთ ზუგდიდს. ეს ნიშნავს იმას, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში დაიწყო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბრძოლას აქვს აზრი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სასამართლოში სიტყვის წარმოთქმის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა პროცესი დატოვა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა