ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

გია ვოლსკი - ოპოზიციონერების უკრაინაში გამგზავრებაში ცუდი არაფერია

ნახვები: 461 გია ვოლსკი - ოპოზიციონერების უკრაინაში გამგზავრებაში ცუდი არაფერია

„ნაციონალური მოძრაობის" ბევრმა წარმომადგენელმა ქვეყნის წინაშე დააშავა და დღეს ამ დანაშაულის გამოსყიდვა იმით, რომ უკრაინაში ჩავიდნენ და დროშები აფრიალონ, არ არის საკმარისი, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

გია ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა „ლელოსა" და „ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლების უკრაინაში ჩასვლასთან დაკავშირებით.

„ცუდი იმაში არაფერია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები უკრაინაში გაემგზავრნენ, მაგრამ ცუდია პოლიტიკური კეკლუცობა იმის ფონზე, რაც საქართველოს პარლამენტში დაატრიალეს, როცა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, პრეტენზიები ჰქონდათ და რუსეთის თემა აქვთ ამოჩემებული მაშინ, როცა თავად რუსეთს ყველაფერი შეუქმნეს და ყოფილ და მოქმედ ხელისუფლებას ხელი შეუკრა სააკაშვილის იმ ქმედებებმა, რაც საკმაოდ მძიმე შედეგებს გვაძლევს ოკუპაციის მიმართულებით.

ამ ყველაფრის ფონზე, უკრაინაში ოპოზიციის წარმომადგენლების ჩასვლა არის პოლიტიკური კეკლუცობა.

შემიძლია, ეს ყველაფერი უფრო მძიმედაც შევაფასო, მაგრამ ამ დელეგაციებში არიან ადამიანები, რომლებიც ღირსეულად ფიქრობენ იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანას გააჩნია. „ნაციონალური მოძრაობის" ბევრმა წარმომადგენელმა ქვეყნის წინაშე დააშავა და დღეს ამ დანაშაულის გამოსყიდვა იმით, რომ უკრაინაში ჩავიდნენ და დროშები აფრიალონ, არ არის საკმარისი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა