რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი მაგდალენა გრონო გახდება

ნახვები: 538 სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი მაგდალენა გრონო გახდება

სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობას ჩეხი დიპლომატი მაგდალენა გრონო დაიკავებს. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლობა ავრცელებს.

“[ევროკავშირის საბჭოს] პოლიტიკისა და უშიშროების კომიტეტმა დაამტკიცა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად ჩეხი მაგდალენა გრონოს დანიშვნა. ნომინაცია ოფიციალურად დამტკიცებული იქნება ევროკავშირის საბჭოს მიერ”, - ნათქვამია განცხადებაში.

მაგდალენა გრონო ესტონელ ტოივო კლაარს ჩაანაცვლებს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს. ცნობისთვის, 2024 წლის მაისში მაგდალენა გრონო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მთავარ დიპლომატიურ მრჩევლად დაინიშნა. მანამდე გრონოს შარლ მიშელის საგარეო პოლიტიკის უფროსი მრჩევლის პოზიცია ეკავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა