თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ოლაფ შოლცი - ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ

ნახვები: 506 ოლაფ შოლცი - ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ

გერმანიის ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ადოლფ ჰიტლერის წარუმატებელი მკვლელობის მცდელობის მე-80 წლისთავზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

„ჩვენი საკუთარი ისტორიის გათვალისწინებით, გერმანიისთვის ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი ადგილი შეიძლება არსებობდეს: უკრაინის მხარეს. 2024 წელს არ შეგვიძლია ამ 20 ივლისის აღნიშვნა უკრაინის მამაც მოქალაქეებზე ფიქრის გარეშე, რომლებიც ორ წელზე მეტია ეწინააღმდეგებიან დანაშაულებრივ რუსულ აგრესიულ ომს“, - განაცხადა შოლცმა.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე საუბრისას გერმანიის კანცლერმა განაცხადა, რომ ახლა მიმდინარეობს ომი, „რომლითაც რუსეთის ხელმძღვანელები ღიად მისდევენ უკრაინის დაპყრობისა და მისი, როგორც სუვერენული ქვეყნის განადგურების მიზანს - მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წლის შემდეგ და გაეროს ქარტიის ძალაში შესვლიდან 79 წლის შემდეგ“.

შოლცმა ცალკე გერმანიის მოქალაქეებს დემოკრატიის დაცვის საკითხებში ყურადღებისკენ მოუწოდა.

„დემოკრატია დამოკიდებულია მოქალაქეების მონაწილეობაზე, მათი ერთმანეთისადმი პატივისცემით დამოკიდებულებაზე და ყველა ფორმის მიზანტროპიისა და ექსტრემიზმთან დაპირისპირებაზე. ისინი, ვინც ჩვენი დემოკრატიის წინააღმდეგ იბრძვიან, ყოველთვის შეხვდებიან ჩვენს მტკიცე წინააღმდეგობას”, - განაცხადა შოლცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა