რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

თავისუფლებას მიშას! ჩვენ გავდივართ ამ დარბაზიდან-დავით კირკიტაძემ სასამართლო სხდომა დატოვა

ნახვები: 552 თავისუფლებას მიშას! ჩვენ გავდივართ ამ დარბაზიდან-დავით კირკიტაძემ სასამართლო სხდომა დატოვა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, დავით კირკიტაძემ რუსთავის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა.

"მე არ გავაგრძელებ ამ პროცესში მონაწილეობის მიღებას. თქვენ რაც გინდათ, ის მიიღეთ. თავისუფლებას მიშას! ჩვენ გავდივართ ამ დარბაზიდან. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს!", - თქვა დავით კირკიტაძემ.
ცნობისთვის, სასამართლო დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. საქმე ეხება პროკურატურის მიერ კირკიტაძისთვის გუშინ წარდგენილ ბრალდებას. კერძოდ, წინასაარჩევნო პერიოდში, რუსთავის მერობის კანდიდატ დავით კირკიტაძის შტაბთან მომხდარი დაპირისპირებისა და ძალადობის საქმეზე, უწყებამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაწყო 4 პირის, მათ შორის თავად კირკიტაძის მიმართ.

ბრალდების მხარე დღეს სავარაუდოდ, გირაოს შეფარდებას მოითხოვს. გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, პროკურატურამ პარლამენტს ენმ-ის წევრისთვის იმუნიტეტის შეჩერების მოთხოვნითაც მიმართოს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა