ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ნიკოლოზ სამხარაძე - პარლამენტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ რეგიონულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში

ნახვები: 411 ნიკოლოზ სამხარაძე - პარლამენტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ რეგიონულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო კარპატების ქვეყნების 32-ე კონფერენციაში. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

„პარლამენტები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ევროპის წინაშე არსებული უსაფრთხოების საკითხების მოგვარებაში და რეგიონულ გამოწვევებთან გამკლავების პროცესში", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ „საპარლამენტო დიპლომატიის როლი ევროპის უსაფრთხოებაში" პანელზე სიტყვით გამოსვლისას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე. მისი განცხადებით, რუსეთის აგრესიული ქმედებები საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას არამედ, საქართველოს და მთლიანად, ევროპის უსაფრთხოებას. ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ოკუპაციის საკითხი ევროპული უსაფრთხოების დღის წესრიგში მაღალ დონეზე იყოს წარმოდგენილი.

„შეცვლილი უსაფრთხოების გარემოსა და რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების ზრდის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ნატო-ს ჩართულობის გაზრდა შავი ზღვის რეგიონში და საქართველოს წევრობის დაჩქარება", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის რადას წევრმა საქართველოს მკაფიო მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

კარპატების ქვეყნების 32-ე კონფერენცია პოლონეთის სეიმის ორგანიზებით გაიმართა და მასში ევროპარლამენტის, პოლონეთის, უკრაინის, ლიეტუვის, უნგრეთის, რუმინეთის და შვედეთის პარლამენტის წევრები მონაწილეობდნენ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა