თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

პრემიერი - თეორიულად რომ დავუშვათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, უკან მოგვრჩება ევროინტეგრაციაც და ყველაფერიც

ნახვები: 414 პრემიერი - თეორიულად რომ დავუშვათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, უკან მოგვრჩება ევროინტეგრაციაც და ყველაფერიც

ერთი მესიჯი, რის გატანასაც ცდილობენ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მათი მფარველები, არის ის, რომ თუ „ნაცმოძრაობა“ არ დაბრუნდება ხელისუფლებაში, მაშინ არ იქნება ევროინტეგრაცია; მინდა, გარანტია მივცე ყველას, რომ თეორიულად რომ დავუშვათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, საერთოდ უკან მოგვრჩება ევროინტეგრაციაც და ყველაფერიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნების“ არჩევა არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე.

„თეორიულად რომ დავუშვათ „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება, საერთოდ უკან მოგვრჩება ევროინტეგრაციაც და ყველაფერიც. გარანტიას ვიძლევი იმისა, რომ თუ ასეთი თეორიული სცენარი შეიძლება წარმოვიდგინოთ, ერთი კვირა არ დასჭირდებათ იმისთვის, რომ აქ გახსნან მეორე ფრონტი. პიარულადაც კი არ შეფუთავენ ამ ყველაფერს. პირდაპირ შეუდგებიან საქმეს. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ არჩევა არის პირიქით აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს წინსვლა ყველა მიმართულებით, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა "იმედის" ეთერში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა