ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says

„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელმა მათი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში, რეიდის დროს მოკლა

ნახვები: 394 „ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელმა მათი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში, რეიდის დროს მოკლა

„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ისრაელმა მათი პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე თეირანში, რეიდის დროს მოკლა.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ისმაილ ჰანიე გუშინ ირანის პრეზიდენტის, მასუდ ფეზეშქიანის ინაუგურაციაში იღებდა მონაწილეობას.

„ჰამასის“ წარმომადგენელმა, სამი აბუ ზუჰრიმ განაცხადა, რომ ისინი ისრაელთან ღია ომში არიან და მზად არიან, ნებისმიერი ფასი გადაიხადონ.

მომხდართან დაკავშირებით ისრაელში კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

ამასთან, ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსი მწუხარებას გამოთქვამს თეირანში ისმაილ ჰანიეს გარდაცვალების გამო. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანი მომხდარს იძიებს.

„ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე ბოლოს საჯაროდ გუშინ ირანის პრეზიდენტის ინაუგურაციაზე გამოჩნდა. ის ირანის ახლად არჩეულ პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს და სულიერ ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამ შეხვედრის დროს ირანის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა მას განუცხადა, რომ ირანი გააგრძელებს პალესტინელი ხალხის გვერდით დგომას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა