თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

სენატორი ჯინ შაჰინი - საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა

ნახვები: 426 სენატორი ჯინ შაჰინი - საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა

"მე ძალიან შეშფოთებული ვარ საქართველოს თაობაზე, მის უკუსვლაზე, უცხოეთის აგენტების კანონის დამტკიცებაზე, რომელიც რუსული კანონის ანარეკლია. მათ ეს გააკეთეს ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მიუხედავად" , - ამის შესახებ შეერთებული შტატების სენატში მიმდინარე მოსმენაზე, დემოკრატმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა განაცხადა.

სენატორი შაჰინი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ვაშინგტონი "მკაფიო" იყოს იმის თაობაზე, რომ "ორპარტიული წინააღმდეგობა არსებობს იმის მიმართ, რაც საქართველოში ხდება" და იმედოვნებს, რომ "საქართველოს მთავრობას ესმის, რომ ეს ორპარტიული საკითხია."

სენატორის თქმით, ამას კონგრესი კარგად ახერხებს.

ჯინ შაჰინი მიიჩნევს, რომ შეერთებული შტატების მთავრობამ უნდა გამოიყენოს თავისი უფლებამოსილება და დააწესოს "ფინანსური სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც პასუხისმგებელია კორუფციაზე და იმ ქმედებებზე, რომლებმაც იქ, [საქართველოში] ეს ახლანდელი სიტუაცია გამოიწვია".

საქართველოს შესახებ, სენატორმა ჯინ შაჰინმა, რომელიც სხდომას უძღვება, ასევე ისაუბრა გამხსნელ სიტყვაშიც.

სენატორმა შაჰინმა თქვა, რომ სურს ამერიკელი დიპლომატისგან მოისმინოს ის, თუ როგორ უნდა დაეხმაროს ვაშინგტონი უკეთ ასპირანტ ქვეყნებს, მათ შორის „დემოკრატიის სულისკვეთებას“, საქართველოს მსგავს ქვეყანაში, სადაც მისი თქმით, მთავრობამ „ევროკავშირში გაწევრიანების ამბიციისთვის ძირგამომთხრელი ნაბიჯები გადადგა, მიუხედავად მისი ხალხის უდიდესი მისწრაფებებისა, გახდეს ევროკავშირის წევრი“.

რუსეთის მიერ მეზობლების წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებს შორის დემოკრატმა სენატორმა ბენ კარდინმა კი, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ 2008 წელს ამას საკმარისი ყურადღება არ დაეთმო და სათანადო რეაგირება არ ყოფილა.

სენატორის განცხადების თარგმანს "ამერიკის ხმის" ქართული რედაქცია ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა