Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ნახვები: 461 ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელ ბესიკ კუსიდთან ერთად, რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა.

რეინჯერთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, წელს, ტრადიციულად, დაცული ტერიტორიების ყველა ადმინისტრაციაში „წლის რეინჯერი“ გამოვლინდა, რომელთაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ; გაიმართა რეინჯერების მიერ გადაღებული ფოტოების გამოფენაც.

ღონისძიებაზე გაიხსენეს და პატივი მიაგეს ყველა იმ რეინჯერს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა.

„დღეს აღვნიშნავთ რეინჯერთა მსოფლიო დღეს. მინდა, მივულოცო თითოეულ რეინჯერს დღევანდელი დღე და განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო იმ სამსახურისთვის, რასაც ეწევიან ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვისთვის. რა თქმა უნდა, პატივს მივაგებთ იმ ადამიანების ხსოვნას, ჩვენი გმირი რეინჯერების ხსოვნას, ვინც ამ საქმიანობას შეეწირნენ და ყველაზე უკეთესი, თავიანთი სიცოცხლე გაწირეს ამ საქმისთვის. ჩვენი ქვეყნის უნიკალური ბუნების დაცვას 500-მდე რეინჯერი ემსახურება. მათ საქმიანობაში შედის ბრაკონიერობის ფაქტის აღკვეთა და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, საჭიროების შემთხვევაში, ვიზიტორთა უსაფრთხოებაზე ზრუნვა და მათი ინფორმირება. ეს არის, მე ვიტყოდი, საპატიო საქმე და სახელმწიფო ზრუნავს და აუცილებლად იზრუნებს, რომ მათ ჰქონდეთ სათანადო სამუშაო პირობები, აღჭურვილობა, სოციალური გარანტიები და ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ ეფექტიანად განახორციელონ საქმიანობა და იყვნენ დაფასებულები“, – განაცხადა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ.

საქართველოს დაცულ ტერიტორიებს 24 ტერიტორიულ ადმინისტრაციაში გადანაწილებული 450 რეინჯერი იცავს. რეინჯერების დაცვის ქვეშ საქართველოს ტერიტორიის 13%-ზე მეტია.

მიმდინარე წელს რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის მთავრობის პროექტის, „გადავარჩინოთ ბუნება – საქართველოს“ ფარგლებში გაიმართა.

ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა