თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ირაკლი კობახიძე - ანაკლიის პროექტზე საერთაშორისო ტენდერი დასრულდა, შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს

ნახვები: 389 ირაკლი კობახიძე - ანაკლიის პროექტზე საერთაშორისო ტენდერი დასრულდა, შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს

ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ტენდერი უკვე დასრულდა და შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ამ სფეროში, Jan De Nul-ი, რომელიც ძალიან მალე შეუდგება მუშაობას.

„ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით სახელმწიფომ მოიგო საარბიტრაჟო დავა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად. მინდა, იუსტიციის მინისტრს მადლობა გადავუხადო და იუსტიციის სამინისტროს ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ჩართული იყო ამ საქმეში. სახელმწიფო იყო პირნათელი ანაკლიის პროექტთან მიმართებით, როდესაც კონსორციუმი ვერ ასრულებდა საკუთარ ვალდებულებებს. ყველანაირი პირობა იყო შექმნილი მთავრობის მხრიდან კონსორციუმისთვის, რომ მას განეხორციელებინა პროექტი, თუმცა კონსორციუმმა საკუთარი ვალდებულება ვერ შეასრულა. ამ ფონზე მათ შეიტანეს საარბიტრაჟო სარჩელი, თუმცა იუსტიციის სამინისტრომ სათანადოდ დაიცვა სახელმწიფოს ინტერესები და საბოლოო ჯამში, დადგინდა სიმართლე ამ საქმესთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ მადლობა მინდა ვუთხრა იუსტიციის მინისტრს და სამინისტროს ამისათვის.

გრძელდება მუშაობა იმისათვის, რომ სათანადო ვადებში განხორციელდეს ანაკლიის პროექტი. საერთაშორისო ტენდერი უკვე დასრულდა და შეირჩა ბელგიური კომპანია, რომელიც განახორციელებს უშუალოდ ნავსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოებს, მათ შორის აკვატორიის გაღრმავებასთან დაკავშირებულ სამუშაოებს. ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია ამ სფეროში, Jan De Nul-ი, რომელიც ძალიან მალე შეუდგება მუშაობას. ჩვენთვის ანაკლიის პროექტის განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებისთვის და შუა დერეფნის ინიციატივის ფარგლებში ჩვენი ფუნქციის განსაკუთრებული გამოკვეთისთვის. ყველაფერი გაკეთდება ამ პროექტის წარმატებით განსახორციელებლად“, – განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა